რას წარმოადგენს ERP სისტემა


ERP (Enterprise resource planning) საწარმოო რესურსების მართვის და დაგეგმვის ერთიანი სისტემაა, რომელიც თანამედროვე ბიზნესის წარმოების განუყოფელ ნაწილად იქცა. ERP სისტემა არის პლატფორმა, რომელიც თავის თავში აერთიანებს წარმატებული ბიზნესის მართვისთვის საჭირო ყველა პროცესს. ERP სისტემა იძლევა საცალო გაყიდვების, წარმოების, დისტრიბუციის, საწყობების, ადამიანური რესურსების, მომხმარებლებთან ურთიერთობის და ორგანიზაციის ყველა სხვა ბიზნეს პროცესის მართვის, აღრიცხვის, დაგეგმვის და სრულყოფილი ანალიზის საშუალებას.

დასანერგი სისტემის შერჩევა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა არსებობს რამოდენიმე საკითხი, რომლებიც დაგეხმარებათ შეარჩიოთ სისტემა, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მორგებული თქვენს კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესებთან.

  • სისტემის მოქნილობა
    იმდენად, რამდენადაც შეუძლებელია არსებობდეს სისტემა, რომელიც თავიდანვე სრულად უპასუხებს კომპანიის ყველა მოთხოვნას, სისტემის მოქნილობა ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი საკითხი გამოდის. მოქნილობა გულისხმობს სისტემის შესაძლებლობას მოერგოს ცვალებად ბიზნეს პროცესებს, ასევე სისტემის მწარმოებლების მზაობას დროის მოკლე შუალედში თქვენ მიერ წაყენებული მოთხოვნების სისტემაში ინტეგრირებაზე. ამასთან ბიზნესის გაფართოების, კანონმდებლონბაში შეტანილი თუ სხვა ცვლილებების შემთხვევაში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს სისტემის განახლება ახალი პროცესების შესაბამისად;
  • სისტემის სხვა სისტემებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა
    იმას, თუ რამდენად აქვს სისტემას სხვა სისტემებთან ინტეგრაციის ინსტრუმენტები უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, როგორც სისტემის გამოყენების პროცესში, ასევე იმ შემთხვევაში თუ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მომავალში სხვა სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებთ.
  • სიმარტივე
    ის ფაქტორი, თუ რამდენად არის b>ERP სისტემა ინტუიტიური და ადვილად მოხმარებადი საბოლოო მომხმარებლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება სისტემის გამოყენების პროცესში.
  • სტაბილურობა
    სისტემის მწარმოებლების სტაბილურობა ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან თუ მწარმოებელი კომპანია შეწყვეტს სისტემის წარმოებას ან მხარდაჭერას დიდი ალბათობით სისტემა ვეღარ შეძლებს თანამედროვე ბიზნეს პროცესების სრულყოფილად მართვას და დადგება მისი შეცვლის საჭიროება.

სტატიები

რას წარმოადგენს ERP სისტემა

ERP (Enterprise resource planning) საწარმოო რესურსების მართვის და დაგეგმვის ერთიანი სისტემაა, რომელიც თანამედროვე ბიზნესის წარმოების განუყოფელ ნაწილა ...

მითები ERP სისტემის შესახებ

ERP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ამ ტექნოლოგიის მომხმარებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ERP სისტემის შერჩევამ და დანერგვა ...

ERP სისტემის სარგებელი

დღესდღეობით კამათის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ERP სისტემის მეშვეობით ნებისმიერი ბიზნესი უფრო მარტივად სამართავი ხდება. ინფორმაციის გაერთიანე ...

ესაჭიროება თქვენს ბიზნესს ERP ?

ყველა ბიზნესი თავის მხრივ უნიკალურია და სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ადრე თუ გვიან ნებისმიერი მათგანი დგება იმ კითხვ ...