ERP სისტემის სარგებელი


დღესდღეობით კამათის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ERP სისტემის მეშვეობით ნებისმიერი ბიზნესი უფრო მარტივად სამართავი ხდება. ინფორმაციის გაერთიანების და დაცვის, პროცესების ავტომატიზების, მარტივი ტრენდების დანერგვისა და სხვა მრავალი შესაძლებლობით, ERP სისტემა გეხმარებათ ყოველდღიური ოპერაციებისა და გრძელვადიანი გეგმების ეფექტურობის გაზრდაში. თუმცა მაინც საინტერესოა, რა შეიძლება იყოს ERP სისტემის დანერგვით მიღებული ყველაზე დიდი სარგებელი.

  • ოპტიმიზირებული ხარჯები
    მიუხედავად იმისა, რომ ERP სისტემა ხშირად ძვირადღირებული ინვესტიციაა, მას შეუძლია თქვენი ხარჯების გაერთიანება და მისი ეფექტურობის გაზრდა. იმის ნაცვლად, რომ თქვენი რესურსები სხვადასხვა პროგრამაზე დახარჯოთ, რასაც თავის მხრივ ცალ-ცალკე სჭირდება თანამშრომლები, ინფრასტრუქტურა, მხარდამჭერთა გუნდი და ლიცენზიები, თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი ხარჯების აკუმულირება მხოლოდ ერთ - ERP სისტემაში. გარდა ამისა, სრულებით შესაძლებელია, რომ სხვადასხვა სისტემებზე უფრო მეტი ხარჯის გაწევა მოგიხდეთ, ვიდრე ერთ ERP სისტემაზე. ერთი პროგრამით სარგებლობა ამცირებს ასევე თანამშრომელთა დატრენინგების დროითი და თანხობრივი რესურსების დანახარჯებსაც. კომპანიებს, რომელსაც უწევს ინვენტარისა და პროდუქციის გადაადგილება, ERP სისტემა სთავაზობს მარაგების მართვის რამდენიმე გზას. სისტემის მიერ შემოთავაზებული უპირატესობები - შემცირებული დრო, დროული მიწოდება და ბევრი სხვა ასპექტი, საბოლოოდ მარაგების მართვის გაუმჯობესებასა და ბიზნესის ეფექტურობაში აისახება. გამარტივებული მარაგების მართვა ხელს უწყობს წარმოების გაუმჯობესებას, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს ხარჯებს და ბიზნესს მოწინავე პოზიციის დაკავებაში ეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სისტემის საშუალებით შესაძლებელია გაცილებით ნაკლები თანამშრომლის დახმარებით გაცილებით მეტი რაოდენობის სამუშაოს შესრულება, სისტემის დაყენება ამცირებს ადამიანური რესურსების დანახარჯებსაც. ასევე ERP სისტემის მეშვეობით მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის ანალიზი ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. საერთო ჯამში, ERP სისტემა შესაძლებლობას იძლევა საგრძნობლად გაზარდოს კომპანიის მოგება, პროცესების გაუმჯობესების ხარჯზე.
  • სრული გამჭვირვალობა
    გამჭვირვალობა ERP სისტემის ყველაზე დიდი სარგებელია. პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიის ყველა მნიშვნელოვან პროცესზე მარტივად წვდომის საშუალებას იძლევა. თქვენი კომპანიის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის ცენტრალიზებულად, ერთ სისტემაში არსებობა, გეხმარებათ შესასრულებელი დავალებების უფრო მარტივად და ეფექტურად ორგანიზებაში. ყველაფერი ეს, გადაწყვეტილებების სწრაფად და თავდაჯერებულად მიღების საწინდარია, რადგან შესაძლებლობა გაქვთ დაინახოთ კომპანიის მიმდინარე მდგომარეობის სრული სურათი.
  • გაუმჯობესებული დაგეგმვა და ანგარიშგება
    ERP სისტემის არსებობა ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ყველა პროცესის შესახებ ანგარიშების მომზადების შესაძლებლობა. გარკვეული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, პროგრამა ნებისმიერ დროს აგენერირებს მზა ანგარიშებსა და ანალიტიკას. პროგრამა საშუალებას გაძლევთ გააანალიზოთ და შეადაროთ სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობა, ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე. ამის ნათელი მაგალითია სტანდარტული ფინანსური ანგარიშები, სადაც შემოსავლებისა და ფულადი ნაკადების უწყისები გენერირდება ავტომატურად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ამასთანავე, მრავალი ERP სისტემის მწარმოებელი კომპანია კლიენტებს ინტელექტუალურ სერვისებსაც სთავაზობს. ეს შეთავაზება თქვენი ბიზნესის უფრო სიღრმისეული ანალიზის შესაძლებობაა, რაც თავისთავად მოახდენს კომპანიის ძლიერი მხარეების და პრობელმების იდენტიფიცირებას. ERP სისტემიდან ამ სახის ინფორმაციის მიღება, სწორი და დროული გადაწყვეტილებების საშუაებას იძლევა.
  • სრული კონფიგურირება
    მიუხედავად იმისა, რომ ERP სისტემა შედგება მრავალი ფუნქციური ნაწილისგან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც ამ სისტემას გააჩნია, არის მისი მოდულური დიზაინი, რაც გულისხმობს, რომ თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ სისტემის მხოლოდ ის ნაწილი, რაც თქვენ გჭირდებათ. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი კომპანიისთვის საჭირო მოდულები და არ დაიტვირთოთ ზედმეტით.
  • ეფექტურობის გაზრდა
    IT და ტრენინგების ხარჯების შემცირებასთან ერთად, ERP სისტემას შეუძლია დროისა და ძალისხმევის შემცირებაშიც დაგეხმაროთ. სწორად დანერგილ სისტემას შეუძლია საგრძნობლად შეამციროს ან სრულად აღმოფხვრას განმეორებადი პროცესების ჩატარების საჭიროება, რითაც თანამშრომლებს ეძლევათ კომპანიისთვის უფრო მომგებიანი დავალებების შესრულების შესაძლებლობა. სისტემას ასევე შესაძლებლობა აქვს ინდუსტრიაში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით, დანერგოს ახლებური მიდგომები.
  • კლიენტთა მომსახურება
    ყველა კომპანიისთვის ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებულების შენარჩუნება უნიშვნელვანესი მომენტია. თქვენი კომპანიის კლიენტები, მიუხედავად იმისა, ხვდებიან ამას ისინი თუ ვერა, თქვენთან ერთად იღებენ ERP სისტემის სარგებელს. მაგალითისთვის, გაყიდვების გუნდს შეუძლია სამუშაო დროის დიდი ნაწილი კლიენტების ბაზების დამუშავების ნაცვლად, მათთან კომუნიკაციას და ურთიერთობის აწყობას მოახმაროს.
  • მონაცემთა დაცულობა და ხარისხი
    გამმდინარე იქიდან, რომ ERP სისტემის მთავარი კონცეფცია მონაცემებს ეფუძნება, სისტემის უმნიშვნელოვანეს უპირატესობას სწორედ მონაცემთა დაცულობა წარმოადგენს. პროგრამაში მონაცემთა დაცულობას უზრუნველყოფს ინფორმაციის შეტანის მხოლოდ ერთი სისტემა. სხვადასხვა სისტემებიდან გაერთიანებული ინფორმაცია ხშირად შეიძლება კონფლიქტში მოვიდეს ერთმანეთთან, მაგრამ ინფორმაციის შენახვის მხოლოდ ერთი საცავი აუმჯობესებს თქვენი კომპაიის მონაცემების სიზუსტეს, თანმიმდევრულობასა და დაცულობას.
    ERP სისტემა იძლევა მონაცემთა გავრცელების კონტროლის შესაძლებელობასაც მასზე წვდომისა და რედაქტირების უფლების შეზღუდვით, ამასთანავე პროგრამა სისტემატიურად არეზერვებს (backups) სისტემაში შეტანილ ინფორმაციას.
  • გაუმჯობესებული კოლაბორაცია და სამუშაო პროცესი
    კოლაბორაცია წარმატებული ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, მის მისაღწევად საჭირო დროს და ძალისხმევას ERP სისტემა საგრძნობლად ამცირებს. სისტემის მეშვეობით თანამშრომლებს სასურველ მონაცემებზე წვდომა მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ.
    ამ პროცესის მეშვეობით კომპანიაში მყარდება უკეთესი კომუნიკაცია, რაც საბოლოოდ პროექტის უმოკლეს დროში რელევანტური გადაწყვეტილებების უფრო თავდაჯერებულად მიღების შესაძლებლობას იძლევა. გავლენა, რასაც ERP სისტემას მოახდენს კომპანიაზე გამოიხატება უფრო მეტ ეფექტურობაში და საოპერაციო ხარჯების შემცირებაში.
  • სტანდარტიზირებული ბიზნეს პროცესები
    ERP სისტემათა უმრავლესობა ინდუსტრიების საუკეთესო გამოცდილებებს ეფუძვნება. მათი გათვალისწინებით კომპანიებს ბიზნეს პროცესების სტანდარტიზების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც საბოლოოდ ზრდის მათ პროდუქტიულობასა და ეფექტურობას. ფინანსურ ანგარიშგებებაში იდეალური სიზუსტის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუმცა მარტივი ნამდვილად არაა. ERP სისტემის ავტომატიზებული ანგარიშგებები სწორედ ამ პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება.
    პროცესების ავტომატიზაცია საგრძნობლად ამცირებს შეცდომებს და ხარჯებს, ყველა ამ პროცესს კი თან ახლავს ის თანმიმდევრული შედეგები, რაც საბოლოოდ კომპანიაზე დადებითად აისახება.
  • სწორი დაგეგმვა
    ბიზნესის მოსალოდნელი წარმატების უზრუნველყოფისთვის, საჭიროა სამომავლო ქმედებების მაქსიმალური დაგეგმვა. არასწორი დაგეგმვა ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას.
    ნაბისმიერი ქმედების დაგეგმვა, იქნება ეს ახალ ბაზარზე შესვლა, კლიენტთა ბაზას ზრდა, ახალი პროცესების, დეპარტამენტებსა თუ პროდუქტების ჩამოყალიბება და ა.შ სწორი მომწოდებლის მიერ შემოთავაზებულ ERP პლატფორმაში საკმაოდ მარტივია. მთავარია დარწმუნდეთ, რომ სისტემის მწარმოებელს სწორად ესმის თქვენი საჭიროება.
თამარ გოგოლაძე
15-07-2019

სტატიები

5 ძირითადი მარკეტინგული სტრატეგია ნებისმიერი სტარტაპისთვის

მარკეტინგული მხარდაჭერა ყველა კომპანიას სჭირდება, თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის. ლოგიკურიც არის,რა ...

05-11-2019       ანა ანდღულაძე   
რა უნდა იცოდეს გაყიდვების მენეჯერმა

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პრ ...

29-10-2019       ანა ანდღულაძე   
მონაცემთა ანალიზი

მონაცემთა ანალიზის ყველაზე მარტივი განმარტებაა - თარჯიმანი. იგი გულისხმობს მონაცემების გარდაქმნას შინაარსობრივად მნიშვნე ...

24-10-2019       ანა ანდღულაძე   
როგორ ვიპოვოთ იდეალური მომხმარებელი

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პრ ...

15-10-2019       ანა ანდღულაძე   
რჩევები მეწარმეებს

ნებისმიერი ზომის ბიზნესს სჭირდება სწორი ფინანსური დაგეგმარება. თუმცა, ხშირად რთულია სტაბილური გეგმის შენარჩუნება და ამ გ ...

01-10-2019       ანა ანდღულაძე   
რა არის IFRS?

IFRS განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტების კომპლექტს, თუ როგორ უნდა აწარმოონ კომპანიებმა თავიანთი ანგარიშები, იმისთვის, ...

24-09-2019       თამარ გოგოლაძე   
ფინანსური მენეჯმენტი სტარტაპებისთვის

სტარტაპის მართვის საწყის ეტაპზე, ფინანსებზე ყველაზე ნაკლებს ვფიქრობთ, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ფინანსური მენეჯმენტი ...

17-09-2019       ანა ანდღულაძე   
ბიუჯეტირება და მასთან გამკლავება

ბიუჯეტის(ინგლ.budget=ტომარა)ისტორია ინგლისიდან იწყება, როდესაც ინგლისის პარლამენტში მთავრობა თემთა პალატისგან თანხებს ით ...

10-09-2019       მარიამ ნადირაშვილი   
ბიზნესი და ფინანსები

ბიზნესის მართვაში ფინანსები გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც წესი, კომპანიები ოპერირებენ ფულსა და ფინანსებზე, რადგან თუ ...

03-09-2019       ნანა ნაკანი   
ERP საცალო გაყიდვებისთვის

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა მნიშვნელოვნად შეცვალეს საცალო ვაჭრობის სფერო. სრულიად შეცვლილია პროდუქციისა და ს ...

27-08-2019       ანა ანდღულაძე   
უხილავი თანამშრომელი

მაშინ, როდესაც თითოეული თანამშრომელი ორგანიზაციაში თავის ფუნქციას ასრულებს ERP სისტემაში თავისი წილი ინფორმაციის შეტანით ...

20-08-2019       ანა ანდღულაძე   
ფინანსური ანგარიშგების გამარტივება

რატომ ხარჯავენ ფინანსისტები უამრავ დროს და რესურსს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მაშინ, როდესაც ტექნოლოგიებს რეპორტი ...

13-08-2019       ანა ანდღულაძე   
კომპანიის ზრდა

"სწრაფი ზრდა" - ერთი შეხედვით ეს ორი სიტყვა გაუმჯობესებულ პროდუქტთან, გაზრდილ მოგებასთან და ბიზნესის გაძლიერებულ მუშაობა ...

05-08-2019       ანა ანდღულაძე   
ესაჭიროება თქვენს ბიზნესს ERP ?

ყველა ბიზნესი თავის მხრივ უნიკალურია და სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ადრე თუ გვიან ნებ ...

15-07-2019       თამარ გოგოლაძე   
ERP სისტემის სარგებელი

დღესდღეობით კამათის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ERP სისტემის მეშვეობით ნებისმიერი ბიზნესი უფრო მარტივად სამართავ ...

15-07-2019       თამარ გოგოლაძე   
მითები ERP სისტემის შესახებ

ERP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ამ ტექნოლოგიის მომხმარებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ERP ...

01-07-2019       ანა ანდღულაძე   
რას წარმოადგენს ERP სისტემა

ERP (Enterprise resource planning) საწარმოო რესურსების მართვის და დაგეგმვის ერთიანი სისტემაა, რომელიც თანამედროვე ბიზნე ...

25-06-2019       ანა ანდღულაძე