ბლოგი

უხილავი თანამშრომელი

ხშირად ხდება, რომ კომპანიაში არსებული პრობლემების ძირითად წყაროს დეპარტამენტებს შორის არასწორი კომუნიკაცია წარმოადგენს.

კომუნიკაციის ნაკლებობა ბიზნესის ყველა მხარეს შეიძლება შეეხოს და დამატებითი ხარჯები გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ ფინანსებზე აისახება. მაშინ, როდესაც ერთმა დისკომუნიკაციამ შესაძლოა დიდი პრობლემა არ გამოიწვიოს, ყველა შემდეგი მსგავსი გართულება კომპანიის ფინანსებს დიდ ზიანს აყენებს.

ბიზნესი, რომელიც არ იყენებს ERP ს მსგავს ინტეგრირებულ ბიზნეს სისტემას, შეიძლება წააწყდეს ისეთი ტიპის გართულებებს როგორიცაა დეპარტამენტებს შორის ინფორმაციის გაცვლის სირთულე, მაგალითისთვის: ფინანსური დეპარტამენტი იძულებულია ყოველ კვირა მოითხოვს შესყიდვების დეპარტამენტისგან ინფორმაცია, თუ რა იყიდეს, რამდენი, როდის და ვისგან. ასეთ სიტუაციაში, მხოლოდ ფინანსური დეპარტამენტი არ კარგავს დროს კითხვების დასმაში. შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებს ასევე უამრავი დრო ეხარჯებათ ყველა საჭირო დოკუმენტის მოგროვებაში და გაგზავნაში და ეს შეუჩერებელი პროცესია, რომელიც ყოველ თვე მეორდება.

რეალურად რომ შევხედოთ, ინფორმაციის შეგროვებისას სიზუსტე დამოკიდებულია თანამშრომლებზე, რომლებსაც არ უნდა დაავიწყდეთ უახლესი ინფორმაციის გაგზავნა მეილით ან მისი გაზიარება სატელეფონო ზარით ან ვერბალურად. ასევე, თანამშრომლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ახალ ინფორმაციას უახლეს და სწორ ცხრილებში ამატებენ. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შესაძლოა ვინმეს კალკულაციები აერიოს ამ ცხრილებში. სწორედ ეს გაუგებრობები გვიჩვენებს თუ რამხელა უხილავი ძალა აქვს ERP სისტემას.

ხალხი ხშირად ვერ ხვდება რა არის ERP სისტემის მთავარი როლი კომპანიაში, რადგან იგი უწყვეტად, ფონურად ფუნქციონირებს და არ ჩანს ის პროცესები, რითიც იგი ბიზნესში ქმნის უმნიშვნელოვანეს კავშირებს.

მაშინ, როდესაც თითოეული თანამშრომელი ორგანიზაციაში თავის ფუნქციას ასრულებს ERP სისტემაში თავისი წილი ინფორმაციის შეტანით, თავად სისტემა ყველა ამ ინფორმაციის კოლაბორაციას ახდენს უხილავად, რის შემდეგაც მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლიათ ორგანიზაციის გუნდის წევრებს იხილონ სრული და უახლესი ინფორმაცია ბიზნესის შესახებ.

ERP სისტემა არის შემაკავშირებელი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის მთლიანობას.

ERP სისტემა ასევე ხელს უწყობს ბიზნესს ზრდაში და გადაწყვეტილებების მიღებაში.ფაქტობრივად, მისი დახმარების გარეშე, ბიზნესის ზრდისთვის საჭირო დაგეგმარება წარმოუდგენლად დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

მოდით დავფიქრდეთ, როგორ განსაზღვრავთ მოგებას, თუკი ვერ დაითვლით თქვენი გაყიდვების პოტენციალს მომავალ 6-12 თვეში. თუკი ვერ დაითვლით მოგებას, ვერ გაიგებთ, მაგალითად შეგეძლებათ თუ არა ორი ახალი გაყიდვების მენეჯერის აყვანა მეტი შემოსავლის მისაღებად. ვერ დაადგენთ შეგიძლიათ თუ არა ახალი რეგიონების ათვისება. იმასაც კი ვერ განსაზღვრავთ ზუსტად რამდენად გასწვდებით თქვენი რესურსებით ახალ დიდ პროექტს, რომელიც შესაძლოა თქვენს კომპანიაში სერიოზული ცვლილების საწინდარი გახდეს.

ადვილია ERP სისტემის არსებობის შესახებ დაგავიწყდეთ, რადგან იგი მუშაობს ჩუმად, ყველაფერს აკეთებს სწორად და შეუმჩნევლად.

სიმართლე კი ის არის, რომ ERP სისტემის გარეშე თქვენ ბიზნესს ბევრად მეტი საშიში ისტორიის მოყოლა შეუძლია. ERP არის ჩუმი ჯადოქარი თანამშრომელი, რომლის გარეშეც არც ერთი ბიზნესი არ უნდა მოქმედებდეს.