ბლოგი

როგორ ვიპოვოთ იდეალური მომხმარებელი

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პროდუქტი, მარკეტინგი და ნებისმიერი აქტივობა უნდა იყოს კლიენტის საჭიროებებზე მორგებული, ამისათვის კი საჭიროა ბაზრის სეგმენტაცია.

მიზნად დაისახეთ, რომ ყოველთვის გეყოლებათ კმაყოფილი მომხმარებელი და გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები:

  • შეხედეთ თქვენს პროდუქტს/სერვისს მომხმარებლის მხრიდან - რა პრობლემას გადაუჭრის მისი შეძენა? რა ფასის გადახდა უღირს? როგორ გააუმჯობესებს თქვენი პროდუქტი/მომსახურება მის ყოველდღიურობას;
  • განსაზღვრეთ იდეალური მომხმარებლის პერსონა - ანუ როგორია ის ადამიანი ვინც თქვენი პროდუქტით დაინტერესდება? - რამდენი წლისაა, რა განათლება აქვს, სად ცხოვრობს, ჰყავს თუ არა ოჯახი, სად მუშაობს, რამდენი აქვს შემოსავალი, რას აკეთებს თავისუფალ დროს.
  • განსაზღვრეთ რა სარგებელს მოუტანს თქვენი პროდუქტი მომხმარებელს - გარდა იმ სტანდარტული ბენეფიტებისა, რაც პროდუქტის კატეგორიას ისედაც ახასიათებს. რატომ უნდა იყიდოს თქვენგან და არა კონკურენტისგან?
  • შეარჩიეთ ყველაზე კომფორტული ლოკაცია თქვენი მომხმარებლისთვის - სად უნდა იყოს განთავსებული თქვენი ბიზნესი, უნდა იყოს ეს ფიზიკური მაღაზია თუ იყოს ონლაინ. ასევე, გააკეთეთ სეგმენტაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მარტივად მიწვდეთ სასურველ მომხმარებელს.
  • ყურადღება მიაქციეთ მომხმარებლის ცხოვრების სტილს - როდის უნდა მოხდეს ინტერაქცია ბრენდთან და როდის არის მისთვის ყველაზე კომფორტული თქვენი პროდუქტის / მომსახურების შეძენა. ბევრი ბიზნესის მფლობელი არ იცნობს კარგად თავის იდეალურ მომხმარებელთა სამიზნე სეგმენტს, რაც ხელს უშლის სწრაფ ზრდაში. ზემოთ ჩამოთვლილი მცირე რჩევების გათვალისწინება კი თქვენ საშუალებას მოგცემთ დაფიქრდეთ ამ საკითხზე და მომხმარებლებთან ურთიერთობის წარმატებული სტრატეგია შეიმუშავოთ.