რა უნდა იცოდეს გაყიდვების მენეჯერმა


ხშირად ისმის კითხვა, რა უნდა იცოდეს გაყიდვების მენეჯერმა პროდუქტზე? პროდუქციის ცოდნა რომ აუცილებელია ამაზე არავინ დაობს, თუმცა ხშირად ხდება, რომ გაყიდვების მენეჯერს მოლაპარაკება გარკვეულ ეტაპამდე მიჰყავს და შემდეგ საქმეში დარგის ექსპერტი ერთვება. შესაბამისად, კითხვაზე პასუხი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე იცვლება. .

გაყიდვებში ბევრი საინტერესო ფრაზა და მეტაფორაა დამკვიდრებული. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასე ჟღერს: „იმდენი უნდა იცოდე, რომ იყო საშიში“. გაყიდვების მენეჯერის მთავარი გამოწვევა სწორედ პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ქონაა, რომელიც განსაკუთრებით სწრაფად განვითარებად სფეროებს ეხება. მაგალითად, ტექნოლოგიების სფერო 4-6 თვეში შესაძლოა მთლიანად შეიცვალოს და ამიტომ, გაყიდვების მენეჯერის ცოდნა განახლებას საჭიროებს.

როგორ უნდა გავზომოთ პროდუქტის ცოდნა?

არსებობს რამდენიმე სიტუაცია, რომლითაც შესაძლებელია გაიზომოს გაყიდვების მენეჯერის ცოდნის დონე:

  • თხოვეთ მას მოგიყვეთ რა იცის ბაზრის შესახებ;
  • გამოკითხეთ თქვენი პროდუქციის უპირატესობები კონკურენტებთან მიმართებაში;
  • კითხეთ რა იცის თქვენი პროდუქციის სუსტ მხარეებზე;
  • შეუქმენით სიტუაციური მაგალითები, სადაც პროდუქციის შესახებ სიღრმისეულ კითხვებს დაუსვამთ;
  • ჩაატარებინეთ საჩვენებელი პრეზენტაცია.

დღევანდელ რეალობაში დამკვიდრებულია, რომ გაყიდვების მენეჯერი თქვენი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას ახდენს. შესაბამისად, მისი სრულფასოვანი ინფორმატიულობა თქვენი კომპანიისთვის შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

გარდა იმისა, რომ გაყიდვების მენეჯერს ინფორმაცია კომპანიიდან გააქვს, მის ფუქნციებშია ასევე ინფორმაციის შემოტანა კომპანიაში. პროდუქციის პოტენციური მომხმარებლებისთვის გაცნობისას, ისინი ხშირად იძლევიან რჩევებს ან კრიტიკას, რომელიც პროდუქციის განვითარებისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელი შეიძლება იყოს, ამიტომაც უნდა მოხდეს მიღებული ინფორმაციის დამუშავება.

  • რა სახის ნეგატიური პასუხები ან შეფასებები მიიღო პროდუქციამ?
  • რა იყო გადამწყვეტი მახასიათებელი, რამაც პროდუქციის გაყიდვა მოახერხა?
  • არის რაიმე რისი შეცვლა ან დამატება შეიძლება, რაც ახალი ბაზრის ათვისებას შეუწყობს ხელს?
  • ფასზე როგორ რეაგირებს პოტენციური მომხმარებელი?
  • არსებობს გაყიდვების ხელშემწყობი ისეთი საშუალება, რაც უკეთ გაყიდვაში დაგვეხმარება?

ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხიც პროდუქციის განვითარებაში დაგეხმარებათ, ამიტომ მისი მიღება და შემდგომი ანალიზი აუცილებელია. ინფორმაციის მიღება კი, გაყიდვების მენეჯერისგან არის შესაძლებელი. მისი როლი კომპანიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ინფორმაციის ორმხრივად გამტარ რგოლს წარმოადგენს.

ანა ანდღულაძე
29-10-2019

სტატიები

ERP სისტემების კლასიფიკაცია

ERP სისტემები შეიძლება დაიყოს სამ ძირითად კლასად. სანამ ზედმეტად ჩაუღრმავდებით რომელიმე კონკრეტული ERP სისტემის კვლევას, ...

02-02-2022       თამარ გოგოლაძე   
ABC ანალიზი

მონაცემთა ანალიზი წარმოადგენს ინფორმაციის დამუშავების და განხილვის პროცესს, რომლის მიზანია მაქსიმალუად სწორი დასკვნების ...

15-01-2021       თამარ გოგოლაძე   
ბიზნეს პროცესის მართვა და ERP სისტემები

ბიზნეს პროცესის მართვა სწორედ დიდი მოგზაურობის დაგეგმვაა, დანიშნულების ადგილამდე წარმატებულად მისასვლელად. ბიზნესში ამის ...

16-07-2020       თამარ გოგოლაძე   
ERP სისტემის ევოლუცია

ERP პროგრამული უზრუნველყოფა უკვე არსებობდა, როგორც უმეტესი ბიზნესის ცენტრალური ნერვული სისტემა, მაშინ, როდესაც კვ ...

18-02-2020       თამარ გოგოლაძე   
სხვაობა CRM და ERP სისტემებს შორის

CRM და ERP სისტემები, ორივე კონტაქტებს, კომპანიებს, შეკვეთებსა და პროგნოზებს ემსახურება. ისინი მსგავსი პროგრამული უზრუნვ ...

20-01-2020       თამარ გოგოლაძე   
BPMN

BPMN (Business Process Model and Notation) არის ბიზნეს პროცესების მოდელირებისთვის შემუშავებული მსოფლიო სტანდარტი, რომლის ...

17-12-2019       თამარ გოგოლაძე   
ERP დისტრიბუციისთვის

რადგან ვამბობთ, რომ ERP სისტემა ბიზნესისთვის დიდი სარგებლის მომტანია, ლოგიკურია, რომ დისტრიბუციის მოდულიც თავისთავად მომ ...

03-12-2019       ანა ანდღულაძე   
ERP სისტემის დანერგვა

მას შემდეგ, რაც თქვენთვის შესაფერის სისტემას და ვენდორს იპოვით, იწყება დანერგვის გამოწვევები. ...

26-11-2019       თამარ გოგოლაძე   
მონაცემთა დაცვა ERP სისტემებში

ყველა კომპანიას აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ბიზნეს სტრატეგიებს ან სხვა ისეთ დეტალებს შეიცავს, რაც კომპანიის ...

19-11-2019       ანა ანდღულაძე   
5 ძირითადი მარკეტინგული სტრატეგია ნებისმიერი სტარტაპისთვის

მარკეტინგული მხარდაჭერა ყველა კომპანიას სჭირდება, თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის. ლოგიკურიც არის,რა ...

05-11-2019       ანა ანდღულაძე   
რა უნდა იცოდეს გაყიდვების მენეჯერმა

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პრ ...

29-10-2019       ანა ანდღულაძე   
მონაცემთა ანალიზი

მონაცემთა ანალიზის ყველაზე მარტივი განმარტებაა - თარჯიმანი. იგი გულისხმობს მონაცემების გარდაქმნას შინაარსობრივად მნიშვნე ...

24-10-2019       ანა ანდღულაძე   
როგორ ვიპოვოთ იდეალური მომხმარებელი

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პრ ...

15-10-2019       ანა ანდღულაძე   
რჩევები მეწარმეებს

ნებისმიერი ზომის ბიზნესს სჭირდება სწორი ფინანსური დაგეგმარება. თუმცა, ხშირად რთულია სტაბილური გეგმის შენარჩუნება და ამ გ ...

01-10-2019       ანა ანდღულაძე   
რა არის IFRS?

IFRS განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტების კომპლექტს, თუ როგორ უნდა აწარმოონ კომპანიებმა თავიანთი ანგარიშები, იმისთვის, ...

24-09-2019       თამარ გოგოლაძე   
ფინანსური მენეჯმენტი სტარტაპებისთვის

სტარტაპის მართვის საწყის ეტაპზე, ფინანსებზე ყველაზე ნაკლებს ვფიქრობთ, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ფინანსური მენეჯმენტი ...

17-09-2019       ანა ანდღულაძე   
ბიუჯეტირება და მასთან გამკლავება

ბიუჯეტის(ინგლ.budget=ტომარა)ისტორია ინგლისიდან იწყება, როდესაც ინგლისის პარლამენტში მთავრობა თემთა პალატისგან თანხებს ით ...

10-09-2019       მარიამ ნადირაშვილი   
ბიზნესი და ფინანსები

ბიზნესის მართვაში ფინანსები გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც წესი, კომპანიები ოპერირებენ ფულსა და ფინანსებზე, რადგან თუ ...

03-09-2019       ნანა ნაკანი   
ERP საცალო გაყიდვებისთვის

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა მნიშვნელოვნად შეცვალეს საცალო ვაჭრობის სფერო. სრულიად შეცვლილია პროდუქციისა და ს ...

27-08-2019       ანა ანდღულაძე   
უხილავი თანამშრომელი

მაშინ, როდესაც თითოეული თანამშრომელი ორგანიზაციაში თავის ფუნქციას ასრულებს ERP სისტემაში თავისი წილი ინფორმაციის შეტანით ...

20-08-2019       ანა ანდღულაძე   
ფინანსური ანგარიშგების გამარტივება

რატომ ხარჯავენ ფინანსისტები უამრავ დროს და რესურსს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მაშინ, როდესაც ტექნოლოგიებს რეპორტი ...

13-08-2019       ანა ანდღულაძე   
კომპანიის ზრდა

"სწრაფი ზრდა" - ერთი შეხედვით ეს ორი სიტყვა გაუმჯობესებულ პროდუქტთან, გაზრდილ მოგებასთან და ბიზნესის გაძლიერებულ მუშაობა ...

05-08-2019       ანა ანდღულაძე   
ესაჭიროება თქვენს ბიზნესს ERP ?

ყველა ბიზნესი თავის მხრივ უნიკალურია და სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ადრე თუ გვიან ნებ ...

15-07-2019       თამარ გოგოლაძე   
ERP სისტემის სარგებელი

დღესდღეობით კამათის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ERP სისტემის მეშვეობით ნებისმიერი ბიზნესი უფრო მარტივად სამართავ ...

15-07-2019       თამარ გოგოლაძე   
მითები ERP სისტემის შესახებ

ERP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ამ ტექნოლოგიის მომხმარებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ERP ...

01-07-2019       ანა ანდღულაძე   
რას წარმოადგენს ERP სისტემა

ERP (Enterprise resource planning) საწარმოო რესურსების მართვის და დაგეგმვის ერთიანი სისტემაა, რომელიც თანამედროვე ბიზნე ...

25-06-2019       ანა ანდღულაძე