ბლოგი

5 ძირითადი მარკეტინგული სტრატეგია ნებისმიერი სტარტაპისთვის

ყველამ კარგად ვიცით, რომ მარკეტინგული მხარდაჭერა ყველა კომპანიას სჭირდება, თუმცა იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის. ლოგიკურიც არის, რადგან თუკი გინდათ, რომ თქვენი პროდუქცია ან სერვისი იყიდონ, ჯერ უნდა გაიგონ მის შესახებ.

მარკეტინგი თითოეული სტარტაპისთვის უნიკალურ მიდგომებს საჭიროებს მათი საქმიანობის სფეროების შესაბამისად, თუმცა, გარკვეული მარკეტინგული აქტივობები ნებისმიერ სტარტაპს ერგება და მათი განხორციელება კარგი დასაწყისის საწინდარია.

გვინდა წარმოგიდგინოთ 5 მარკეტინგული სტრატეგია, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ თქვენი სტარტაპის ცნობადობა საგრძნობლად გაზარდოთ:

  • გაგზავნეთ მეილები

    იმეილ მარკეტინგი ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიაა კლიენტების მოსაზიდად. თუკი გაქვთ პოტენციური კლიენტების ელექტრონული ფოსტის მისამართები, შეგიძლიათ გაუგზავნოთ მათ მეილები და გააცნოთ თქვენი შეთავაზება სრულიად უფასოდ.

  • დაიწყეთ ბლოგის წარმოება

    ბლოგი ძლიერი სტრატეგიაა, რომელსაც შეუძლია თქვენს სტარტაპს დაეხმაროს ლიდების მოძიებაში. კვლევებმა აჩვენა, რომ ბიზნესი, რომელიც აწარმოებს ბლოგს, აგენერირებს 126%-ით მეტ ლიდს, ვიდრე მისი კონკურენტები, რომელთაც არ აქვთ ბლოგი. ბლოგის მეშვეობით შესაძლებელია თქვენს ვებ-გვერდზე ვიზიტორების რაოდენობის საგრძნობლად გაზრდა.
    ეფექტური ბიზნეს ბლოგის წარმოების საიდუმლო მარტივია: მოუმზადეთ აუდიტორიას ის თემები, რაც აინტერესებთ. თუკი თქვენი ბლოგი საინტერესო და კითხვადია, საძიებო სისტემები დააფასებენ თქვენს შრომას და ძებნის შედეგებში დაწინაურდებით. შესაბამისად, ვიზიტორთა რაოდენობაც გაიზრდება.

  • გააქტიურდით სოციალურ მედიაში

    სტატისტიკურად, სოციალურ მედია საშუალებებს 2.4 მილიარდ ადამიანზე მეტი იყენებს. შესაბამისად, თქვენს მარკეტინგულ სტრატეგიაში მისი ჩამატება ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალურ მედიაში მარტივია მისწვდეთ თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს, რადგან თქვენი აუდიტორია ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ამასთანავე, უმეტესი სოციალური ქსელი იძლევა რეკლამის გაეკეთების შესაძლებლობას.
    საჭიროა, რომ სოციალურ ქსელში იყოთ მუდამ აქტიური, რათა მომხმარებლებმა თვალი გადევნოთ. თქვენ უნდა შექმნათ საინტერესო და რელევანტური კონტენტი და იყოთ მუდმივ კომუნიკაციაში გვერდის გამომწერებთან.

  • განათავსეთ ფასიანი რეკლამა საძიებო სისტემაში

    საძიებო სისტემაში გაშვებული რეკლამა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. იგი საშუალებას გაძლევთ ხმა მიაწვდინოთ თქვენზე მორგებულ აუდიტორიას, ისეთი საძიებო სისტემების მეშვეობით, როგორებიცაა: Google და Bing. Google AdWords და Bing Ads არის ორი ყველაზე პოპულარული ფასიანი საძიებო არხი და ორივე ეფუძნება საკვანძო სიტყვებზე მორგებულ CPC (cost-per-click) გადახდის სისტემას. ორივე არხის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი სტარტაპის რეკლამა, რომელიც გამოჩნდება საძიებო სისტემაში მაშინ, როდესაც ვინმე საკვანძო სიტყვას მოძებნის. მაგალითად, თუკი თქვენი სტარტაპი ყიდის ნაყინს, თქვენ შეგიძლიათ საკვანძო სიტყვებად გამოიყენოთ: „ნაყინი“, „შოკოლადის ნაყინი“, „ქართული ნაყინი“ და სხვა.
    ყველაზე მიმხიდველი რეკლამის ამ სახეობაში მაინც CPC ფასის პოლიტიკაა, რაც გულისხმობს, რომ თქვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდევინებენ ფულს, როცა ვინმე თქვენს რეკლამას დააკლკიკებს. შესაძლოა 10 000-მა ადამიანმა ნახოს თქვენი რეკლამა, მაგრამ თუკი არავინ დააკლიკებს მას, არაფერს გადაიხდით.

  • გახდით ღონისძიების სპონსორი

    ბოლო და ასევე ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიაა რომელიმე ღონისძიების სპონსორობა. ღონისძიების ორგანიზატორებისთვის ფულის გადახდით თქვენ შეძლებთ, რომ გაარეკლამოთ თქვენი კომპანია ბანერების, ფლაერებისა და სხვა მარკეტინგული საშუალებების დახმარებით.
    სასურველია, რომ გახდეთ ისეთ ღონისძიების სპონსორი, რომელიც ახლოს არის თქვენს პოტენციურ კლიენტებთან. ასეთ ღონისძიებაზე ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის სწორად და საინტრესოდ წარმოჩენა.

რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას საკუთარი მარკეტინგული გეგმა სჭირდება, ინდივიდუალური აქტივობებით, თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიები თქვენი ბიზნესის წარმატებაში ნამდვილად დაგემხარებათ.