ERP სისტემის ევოლუცია


ERP პროგრამული უზრუნველყოფა უკვე არსებობდა, როგორც უმეტესი ბიზნესის ცენტრალური ნერვული სისტემა, მაშინ, როდესაც კვლევითმა ორგანიზაცია Gartner-მა ეს ტერმინი პირველად გამოიყენა 1990-იან წლებში. მისი წინამორბედი პროგრამული უზრუნველყოფა, MRP (material requirements planning) 1970-იანი წლებიდან იყო მწარმოებელთა საყრდენი. მოგვიანებით, იგი ფინანსურ და სხვა საჭირო ფუნქციონალებში გაფართოვდა და დაერქვა MRP II (manufacturing resource planning). Gartner-ის ანალიტიკოსები მიხვდნენ, რომ საჭირო იყო უფრო ინკლუზიური სახელის მოფიქრება, რაც თავის თავში მოიაზრებდა ისეთ კატეგორიებს, როგორებიცაა ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, შეკვეთებისა და გაყიდვების მართვა და წარმოების ჯაჭვი. ასე გაჩნდა ტერმინი ERP (enterprise resource planning).

ERP -ის ევოლუცია საგრძნობლად დაჩქარდა 1990-იან წლებში, რასაც ხელი შეუწყო მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის (Apple Mac OS, Microsoft Windows) პოპულარიზაციამ. ასევე, cloud-ისა და ვების გამოჩენამ. დეკადის დასასრულს, სისტემის ტექნიკური პარადიგმები მტკიცედ იყო ჩამოყალიბებული და ჰქონდა მთავარი მიზანი: ERP გამხდარიყო ყოვლისმომცველი, მოქნილი, ადვილი სასწავლად და შესანახად და ხელმისაწვდომი.

თუმცა, აღასრულა კი ERP -მ ორგანიზაციებისთვის მიცემული პირობა, რომ მათ უფრო ეფექტურად მუშაობაში დახმარებოდა? რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები? საით განვითარდება ERP უახლოეს მომავალში?


კლიენტ-სერვერის გამოჩენა

1990 -იანების დასაწყისში ERP უმეტესად ძლიერ კომპიუტერებში მუშაობდა და ჰქონდა თავისებური UI, რომელიც კოდის შეყვანას საჭიროებდა, რათა სისტემას ემუშავა.

მოხმარების გასაუმჯობესებლად, ვენდორებმა დაიწყეს Citrix-ისა და სხვა კლიენტების პროგრამების გამოყენება, რათა ERP სისტემებისთვის Windows-ის მსგავსი UI შეექმნათ. აქედან დაიწყო კომპიუტერის მოდელების ცვლა ძლიერი კომპიუტერიდან client-server -ზე, რომლებიც ცენტრალურ სერვერზე თავად ახდენენ კომუნიკაციას.

1990-იან წლებში ERP სისტემის მონაცემთა ბაზებს ათასობით ცხრილი ჰქონდა, რაც მისგან ინფორმაციის ამოღებას ართულებდა, თუმცა შესაძლებელი იყო საათში ათასობით ტრანზაქციის გატარება.


ERP ის მორგება მომხმარებლებზე

სისტემის ინტეგრატორებთან კოლაბორაციის შემდეგ, იმპლემენტაციის პროცესში მათმა გაზრდილმა ჩართულობამ ERP ის კიდევ უფრო მეტ პერსონალიზაციას შეუწყო ხელი. სისტემა გახდა გამოყენებადი უფრო მეტი კომპანიისათვის.

90-იანებში ორმა ფაქტორმა გამოიწვია ERP ის მიმართ გაზრდილი მოთხოვნა: კომპანიებმა გადაწყვიტეს შეეცვალათ მოძველებული სისტემები და მათ გაუჩნდათ სურვილი ერთიან სისტემაში ემართათ თავიანთი ბიზნესის ყველა ძირითადი მიმართულება. მათ სურდათ ისეთი სისტემის დაყენება, რომელიც ბიზნეს პროცესებს თავიდან ბოლომდე მოიცავდა და აღარ იდარდებდნენ დიდი რაოდენობით ინფორმაციის დეპარტამენტებს შორის მიმოცვლაზე.

XXI საუკუნის პირველ ათწლეულში, ERP სისტემების დანერგვის კომპლექსურობა იმდენად გაიზარდა, რომ კლიენტებს დასჭირდათ სისტემის ინტეგრატორების დაქირავება. სისტემის გამართვისთვის საჭირო იყო დიდი დროითი და ფინანსური რესურსი და ძალისხმევა, რათა მომხდარიყო საჭირო ინფორმაციის მასში ინტეგრაცია. საქმე კი აქ არ მთავრდებოდა.

დანერგვის პროცესის დასრულების შემდეგ, ყოველ 3-4 წელიწადში საჭირო იყო დიდი განახლების გაკეთება, რაც ასევე ძვირადღირებული და მტკივნეული პროცესი იყო.


Cloud-ის გამოჩენა

სავარაუდოდ, ისე არაფერს მოუხდენია ERP სისტემის განვითარებაზე გავლენა, როგორც cloud-ის გამოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ cloud სიახლე არ იყო, ფართო გავრცელება 1990-იანებში ჰპოვა. თამამად შეგვიძლია მის გამოჩენას ვუწოდოთ რევოლუციური ცვლილება. კომპლექსური პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობა, ვენდორის ან მესამე მხარის მონაცემთა ცენტრის მეშვეობით, ნიშნავდა, რომ IT დეპარტამენტს აღარ მოუწევდა ინფრასტრუქტურის გამართვა.

Cloud-მა ყველაზე დიდი გავლენა ERP სისტემებზე 2010-იან წლებში მოახდინა. ყველაზე დიდი ცვლილება CRM-სა და HCM-ს (human capital management) შეეხო. მოთხოვნა ასეთ სპეციალიზირებულ მოდულებზე პირველ დეკადაში განსაკუთრებით გაიზარდა. კომპანიები მიხვდნენ, რომ ზოგიერთი ERP სისტემა უფრო მეტად ერგება მათ ბიზნესს და ამიტომ დაიწყეს კონკრეტული ვენდორების შერჩევა.

ამასობაში დაიწყო CRM-ის ცალკე პროდუქტად გაყიდვა. მისი დამნერგავი ორგანიზაციები ყიდიდნენ CRM-ს cloud-ზე, ამიტომ კომპანიებს არ სჭრიდებოდათ რამდენიმე მილიონი დოლარის დახარჯვა საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დასანერგად.


რა იქნება შემდეგი?

ტენდენცია, რომ ERP მხოლოდ დიდი ორგანიზაციების იარაღია ჯერ კიდევ ჭარბობს, თუმცა ახალი თაობის სტარტაპერები უფრო მეტად მომთხოვნები არიან თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფად ადაპტირებაში. როგორც ვებ-საიტები გახდნენ ინტეგრალური ნაწილი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, ასევე აუცილებელი გახდება ERP სისტემებიც ნებისმიერი ბიზნესისთვის. ძლიერი კომპიუტერი ხომ დღეს აღარაფერია იმ პროგრამული უზრუნველყოფების გარეშე, რომლებიც საგრძნობლად ამარტივებენ ჩვენს ყოველდღიურობას.

თამარ გოგოლაძე
18-02-2020

სტატიები

ERP სისტემების კლასიფიკაცია

ERP სისტემები შეიძლება დაიყოს სამ ძირითად კლასად. სანამ ზედმეტად ჩაუღრმავდებით რომელიმე კონკრეტული ERP სისტემის კვლევას, ...

02-02-2022       თამარ გოგოლაძე   
ABC ანალიზი

მონაცემთა ანალიზი წარმოადგენს ინფორმაციის დამუშავების და განხილვის პროცესს, რომლის მიზანია მაქსიმალუად სწორი დასკვნების ...

15-01-2021       თამარ გოგოლაძე   
ბიზნეს პროცესის მართვა და ERP სისტემები

ბიზნეს პროცესის მართვა სწორედ დიდი მოგზაურობის დაგეგმვაა, დანიშნულების ადგილამდე წარმატებულად მისასვლელად. ბიზნესში ამის ...

16-07-2020       თამარ გოგოლაძე   
ERP სისტემის ევოლუცია

ERP პროგრამული უზრუნველყოფა უკვე არსებობდა, როგორც უმეტესი ბიზნესის ცენტრალური ნერვული სისტემა, მაშინ, როდესაც კვ ...

18-02-2020       თამარ გოგოლაძე   
სხვაობა CRM და ERP სისტემებს შორის

CRM და ERP სისტემები, ორივე კონტაქტებს, კომპანიებს, შეკვეთებსა და პროგნოზებს ემსახურება. ისინი მსგავსი პროგრამული უზრუნვ ...

20-01-2020       თამარ გოგოლაძე   
BPMN

BPMN (Business Process Model and Notation) არის ბიზნეს პროცესების მოდელირებისთვის შემუშავებული მსოფლიო სტანდარტი, რომლის ...

17-12-2019       თამარ გოგოლაძე   
ERP დისტრიბუციისთვის

რადგან ვამბობთ, რომ ERP სისტემა ბიზნესისთვის დიდი სარგებლის მომტანია, ლოგიკურია, რომ დისტრიბუციის მოდულიც თავისთავად მომ ...

03-12-2019       ანა ანდღულაძე   
ERP სისტემის დანერგვა

მას შემდეგ, რაც თქვენთვის შესაფერის სისტემას და ვენდორს იპოვით, იწყება დანერგვის გამოწვევები. ...

26-11-2019       თამარ გოგოლაძე   
მონაცემთა დაცვა ERP სისტემებში

ყველა კომპანიას აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ბიზნეს სტრატეგიებს ან სხვა ისეთ დეტალებს შეიცავს, რაც კომპანიის ...

19-11-2019       ანა ანდღულაძე   
5 ძირითადი მარკეტინგული სტრატეგია ნებისმიერი სტარტაპისთვის

მარკეტინგული მხარდაჭერა ყველა კომპანიას სჭირდება, თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის. ლოგიკურიც არის,რა ...

05-11-2019       ანა ანდღულაძე   
რა უნდა იცოდეს გაყიდვების მენეჯერმა

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პრ ...

29-10-2019       ანა ანდღულაძე   
მონაცემთა ანალიზი

მონაცემთა ანალიზის ყველაზე მარტივი განმარტებაა - თარჯიმანი. იგი გულისხმობს მონაცემების გარდაქმნას შინაარსობრივად მნიშვნე ...

24-10-2019       ანა ანდღულაძე   
როგორ ვიპოვოთ იდეალური მომხმარებელი

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ ან უკვე დაიწყეთ, წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა სწორი მომხმარებლის პოვნა. თქვენი პრ ...

15-10-2019       ანა ანდღულაძე   
რჩევები მეწარმეებს

ნებისმიერი ზომის ბიზნესს სჭირდება სწორი ფინანსური დაგეგმარება. თუმცა, ხშირად რთულია სტაბილური გეგმის შენარჩუნება და ამ გ ...

01-10-2019       ანა ანდღულაძე   
რა არის IFRS?

IFRS განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტების კომპლექტს, თუ როგორ უნდა აწარმოონ კომპანიებმა თავიანთი ანგარიშები, იმისთვის, ...

24-09-2019       თამარ გოგოლაძე   
ფინანსური მენეჯმენტი სტარტაპებისთვის

სტარტაპის მართვის საწყის ეტაპზე, ფინანსებზე ყველაზე ნაკლებს ვფიქრობთ, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ფინანსური მენეჯმენტი ...

17-09-2019       ანა ანდღულაძე   
ბიუჯეტირება და მასთან გამკლავება

ბიუჯეტის(ინგლ.budget=ტომარა)ისტორია ინგლისიდან იწყება, როდესაც ინგლისის პარლამენტში მთავრობა თემთა პალატისგან თანხებს ით ...

10-09-2019       მარიამ ნადირაშვილი   
ბიზნესი და ფინანსები

ბიზნესის მართვაში ფინანსები გადამწყვეტ როლს თამაშობს. როგორც წესი, კომპანიები ოპერირებენ ფულსა და ფინანსებზე, რადგან თუ ...

03-09-2019       ნანა ნაკანი   
ERP საცალო გაყიდვებისთვის

თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა მნიშვნელოვნად შეცვალეს საცალო ვაჭრობის სფერო. სრულიად შეცვლილია პროდუქციისა და ს ...

27-08-2019       ანა ანდღულაძე   
უხილავი თანამშრომელი

მაშინ, როდესაც თითოეული თანამშრომელი ორგანიზაციაში თავის ფუნქციას ასრულებს ERP სისტემაში თავისი წილი ინფორმაციის შეტანით ...

20-08-2019       ანა ანდღულაძე   
ფინანსური ანგარიშგების გამარტივება

რატომ ხარჯავენ ფინანსისტები უამრავ დროს და რესურსს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მაშინ, როდესაც ტექნოლოგიებს რეპორტი ...

13-08-2019       ანა ანდღულაძე   
კომპანიის ზრდა

"სწრაფი ზრდა" - ერთი შეხედვით ეს ორი სიტყვა გაუმჯობესებულ პროდუქტთან, გაზრდილ მოგებასთან და ბიზნესის გაძლიერებულ მუშაობა ...

05-08-2019       ანა ანდღულაძე   
ესაჭიროება თქვენს ბიზნესს ERP ?

ყველა ბიზნესი თავის მხრივ უნიკალურია და სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ადრე თუ გვიან ნებ ...

15-07-2019       თამარ გოგოლაძე   
ERP სისტემის სარგებელი

დღესდღეობით კამათის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ERP სისტემის მეშვეობით ნებისმიერი ბიზნესი უფრო მარტივად სამართავ ...

15-07-2019       თამარ გოგოლაძე   
მითები ERP სისტემის შესახებ

ERP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ამ ტექნოლოგიის მომხმარებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ERP ...

01-07-2019       ანა ანდღულაძე   
რას წარმოადგენს ERP სისტემა

ERP (Enterprise resource planning) საწარმოო რესურსების მართვის და დაგეგმვის ერთიანი სისტემაა, რომელიც თანამედროვე ბიზნე ...

25-06-2019       ანა ანდღულაძე