მითები ERP სისტემის შესახებ


ERP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ამ ტექნოლოგიის მომხმარებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ERP სისტემის შერჩევამ და დანერგვამ, ყველაზე გამოცდილი IT პროფესიონალიც კი შეიძლება დააბნიოს. დაბნეულობა სწორედ გავრცელებულმა მითებმა შეიძლება გამოიწვიოს. მოდით განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • ფასი გადამწყვეტი ფაქტორია
    ERP სისტემის გამოყენების ვადა მინიმუმ 5 წელია. უამრავი კომპანია მას უფრო დიდხანსაც იყენებს, აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ არ არის რეკომენდირებული ფულის დაზოგვა და ისეთი პროგრამის შეძენა, რომელიც სრულად არ ეხმიანება თქვენი კომპანიის მიმდინარე და მოსალოდნელ საჭიროებებს. გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეფასდეს მოლოდინები, რაც ERP სისტემამ უნდა მოუტანოს თქვენს კომპანიას, ვინაიდან ინვესტიციიდან მიღებული მოგება დამოკიდებულია იმ შედეგებზე, რასაც სისტემის გამოყენება გარკვეული დროის განმავლობაში გამოიღებს. საუკეთესო ERP სისტემა არის ის, რომელიც აკმაყოფილებს კომპანიის მიმდინარე და მოსალოდნელ მოთხოვნებს - და ის შესაძლოა სულაც არ იყოს ყველაზე იაფი ვარიანტი.
  • სისტემის შერჩევაში მხოლოდ IT განყოფილება უნდა იყოს ჩართული
    IT გუნდი ERP სისტემის დანერგვაში მთავარ როლს ასრულებს. ის აქტიურადაა ჩართული როგორც კვლევის, ასევე სისტემის დანერგვის ნაწილში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბიზნეს პროცესების გუნდის წარმომადგენლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან უკუკავშირი მათგან, ვინც კომპანიის წამყვან პროცესებშია ჩართული საჭიროა, როგორც სისტემის კომპანიის მოთხოვნებზე მორგების, ასევე მისი შემდგომი გამოყენების მიმდინარეობის დროს. ამასთანავე, აუცილებელია იმ ადამიანების აზრის გათვალისწინება, ვინც პროგრამა უშუალოდ, ყოველდღიურად უნდა გამოიყენოს. მათი საჭიროებები და სურვილები სხვებთან შედარებით უპირატესია, ხოლო, მათი პროგრამის გამოყენების უნარი პირდაპირ განსაზღვრავს სისტემის წარმატებას ან წარუმატებლობას.
  • სისტემის შერჩევაში მხოლოდ კონსულტანტები უნდა იყვნენ ჩართულები
    არსებობენ კომპანიები, სადაც თვლიან, რომ ERP სისტემის დანერგვა დაქირავებული კონსულტანტების პრეროგატივაა, თუმცა ისინი ცდებიან. კონსულტანტებს იმაზე უკეთ ვერ ეცოდინებათ თქვენი საჭიროებები, ვიდრე თქვენს თანამშრომლებს, რომლებიც არსებულ სისტემას ყოველდღიურად იყენებენ. შესაძლოა კონსულტანტს სისტემის და თქვენი იდუსტრიის შესახებ ჰქონდეს უკეთესი ცოდნა, თუმცა თქვენი თანამშრომლები თავიანთი სიღრმისეული ცოდნით, მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ERP სისტემის დანერგვაში.
  • რაც უფრო მეტი ფუნქციონალი აქვს სისტემას, მით უკეთესია
    რა თქმა უნდა, სისტემის მრავალფუნქციურობა თავად სისტემაზე ბევრს მეტყველებს, თუმცა ის ფუნქციები, რაც არასდროს დაჭირდება თქვენ კომპანიას, სისტემის მოხმარების პროცესში თანამშრომლებისთვის შესაძლოა რთული, დამაბნეველი და ზედმეტიც კი აღმოჩნდეს, ამიტომ მრავალფუნქციურობაზე მეტად შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება სჯობს:


    • რაზეა პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია ორიენტირებული - სასურველია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებს პროგრამა მორგებული ჰქონდეთ სამიზნე აუდიტორიაზე სწორად, ზუსტად მათთვის საჭირო ფუნქციონალით;

    • რას მოაქვს თქვენი კომპანიისთვის წარმატება - ბევრი ორგანიზაცია უფრო წარმატებულად ფუნქციონირებს ოპერაციების გამარტივებულად წარმოებით. სულაც არ არის საჭირო, რომ პროგრამას უამრავი ოპერაციის შესრულების შესაძლებლობა ჰქონდეს. მთავარია ზუსტად პასუხობდეს კომპანიის საჭიროებებს. არასოდეს არის გამართლებული პირდაპირ ისეთი პროგრამის შერჩევა, რომელსაც უთვალავი ფუნქციონალი აქვს.
  • კვლევის ნაწილი მთავრდება მაშინ, როცა უკავშირდები მწარმოებელს
    თქვენ მიერ არჩეული ERP სისტემა შესაძლოა კარგად ჟღერდეს შეთავაზებაში, მაგრამ დააკმაყოფილებს კი ის რეალურად თქვენს მოთხოვნებს? გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებამდე, საჭიროა მოხდეს პროგრამნული უზრუნველყოფის გატესტვა ან საცდელი ვადით მასში მუშაობა.

დაკარგული რესურსების საფასური თქვენი კომპანიისთვის შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. ამიტომ აუცილებელია, გამყიდველმა მოგცეთ საცდელად დრო და ზუსტი ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის შესახებ. ERP სისტემის ყიდვა გულისხმობს, რომ იწყებთ მის მწარმოებელთან გრძელვადიან ურთიერთობას, მათგან მომსახურების ყიდვით. ამიტომ, კარგი იქნება, თუ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კარგად გაეცნობით ტექნიკურ და ადამიანურ მხარეებს.

ეს და სხვა მითები ERP სისტემის შერჩევაში ხელის შემშლელი ფაქტორებია. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველია თუ ჩაატარებთ ფუნდამენტურ კვლევას და სიღრსმისეულად გაეცნობით როგორც ERP სისტემის მწარმოებელ კომპანიებს, ასევე მათ შეთავაზებებს.

სტატიები

ფინანსური ანგარიშგების გამარტივება

რატომ ხარჯავენ ფინანსისტები უამრავ დროს და რესურსს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მაშინ, როდესაც ტექნოლოგიებს რეპორტინგის დახვეწეილი და განვითარებუ ...

კომპანიის ზრდა

"სწრაფი ზრდა" - ერთი შეხედვით ეს ორი სიტყვა გაუმჯობესებულ პროდუქტთან, გაზრდილ მოგებასთან და ბიზნესის გაძლიერებულ მუშაობასთან ასოცირდება, მაგრამ სამწუხ ...

ესაჭიროება თქვენს ბიზნესს ERP ?

ყველა ბიზნესი თავის მხრივ უნიკალურია და სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ადრე თუ გვიან ნებისმიერი მათგანი დგება იმ კითხვ ...

ERP სისტემის სარგებელი

დღესდღეობით კამათის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ERP სისტემის მეშვეობით ნებისმიერი ბიზნესი უფრო მარტივად სამართავი ხდება. ინფორმაციის გაერთიანე ...

მითები ERP სისტემის შესახებ

ERP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ამ ტექნოლოგიის მომხმარებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ERP სისტემის შერჩევამ და დანერგვა ...

რას წარმოადგენს ERP სისტემა

ERP (Enterprise resource planning) საწარმოო რესურსების მართვის და დაგეგმვის ერთიანი სისტემაა, რომელიც თანამედროვე ბიზნესის წარმოების განუყოფელ ნაწილა ...