ესაჭიროება თქვენს ბიზნესს ERP ?


ყველა ბიზნესი თავის მხრივ უნიკალურია და სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ადრე თუ გვიან ნებისმიერი მათგანი დგება იმ კითხვის წინაშე რამდენად საჭირო და დროულია ინვესტიციების საწარმოო რესურსების დაგეგმვისკენ მიმართვის გადაწყვეტილება.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ ეჭვიც არ უნდა შეგეპაროთ ERP სისტემის დანერგვის საჭიროებაში.

➢ თქვენი გუნდის წევრები უამრავ დროს ხარჯავენ იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც შეიძლება იყოს ავტომატური და გამარტივებული;
➢ თქვენ არ გაქვთ მარტივად წვდომა იმ მონაცემებზე, რაც გესაჭიროებათ მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად;
➢ სარგებლობთ ბევრი სხვა და სხვა აპლიკაციებით და ფაილებით, რომლებიც ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული;
➢ ძალიან ბევრ დროს ხარჯავთ ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებაში;
➢ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია თქვენი ძირითადი საშუალებების და ინვენტარის შესახებ ყოველდღიურ ჭრილში;
➢ თქვენი გუნდის წევრებს არ აქვთ მარტივი კოლაბორაციის და ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა;
➢ კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ცვლილებების შეტანა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

თუმცა სანამ საბოლოოდ გადაწყვეტთ უნდა დანერგოთ თუ არა ERP, უამრავი უპირატესობის მიუხედავად გასათვალისწინებელია ის უარყოფითი ასპექტებიც, რაც სისტემის დანერგვას შეიძლება მოჰყვეს.

  • პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯი
    თუკი ERP სისტემის დანერგვას გადაწყვეტთ, მზად უნდა იყოთ გარკვეული დანახარჯის გასაწევად. ეს მისი უმთავრესი უარყოფითი მხარეა. ხარჯი განსაკუთრებულად დიდია მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. პროგრამული უზრუნველყოფის ქმედებაში მოყვანის ხარჯი შესაძლებელია აღემატებოდეს კიდეც მისი დანერგვის ხარჯებს. უნდა გაითვალისწინოთ დროითი და ადამიანური რესურსი, რაც მის წარმატებით ათვისებას სჭირდება. შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი IT თანამშრომლების, ERP კონსულტანტების, პროგრამის ტრენერებისა და სხვა კადრების დაქირავება. პროგრამის მწარმოებლები გთავაზობენ სალიცენზიო გადასახადსაც. გარდა ამისა, სავარაუდოდ დაგჭირდებათ დამატებითი ხარჯების გაწევა სერვერებსა და თავსებად მოწყობილობებზე.
  • კონფიგურაციის პროცესი
    კონფიგურაცია ERP სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო მხარეა, თუმცა მასზე სადავეების დაკარგვა საკმაოდ მარტივია. ეს პროცესი მოითხოვს დიდ დროს, ძალისხმევასა და ფულს. ხშირია შემთხვევები, როცა კომპანია ვერ ახერხებს კონფიგურაციის პროცესის დასრულებას, რადგან წინასწარ სწორად ვერ საზღვრავს რესურსებს რაც მომავალშიც ართულებს მის განახლებას.
  • დანერგვის სირთულე
    ERP სისტემა უამრავ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ამავდროულად, ის შეიძლება რთულად გამოსაყენებელიც აღმოჩნდეს დანერგვის პროცესში დაშვებული შეცდომების გამო.

ასე, რომ ERP სისტემის დანერგვემდე მნიშვნელოვანია ყველა მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზი. თუმცა, სირთულეებს არ უნდა მისცეთ უფლება, რომ სისტემის გამოყენებით მიღწეულ შედეგებზე გათქმევინოთ უარი. ექსპერტების რეკომენდაციით, სისტემის არჩევამდე აუცილებელია კომპანიის საჭიროებებისა და პრობლემების სწორი იდენტიფიცირება, რათა მისმა დანერგვამ მაქსიმალური მოგება მოიტანოს. როგორც წესი, კომპანიებისთვის ERP სისტემის უპირატესობები აჭარბებს მის უარყოფით მხარეებს და საბოლოოდ იძლევა შესაძლებლობას გაზარდოს ბიზნესის პროდუქტიულობა და გრძელვადიან პერსპექტივაში გახადოს იგი უფრო მომგებიანი.

სტატიები

ფინანსური ანგარიშგების გამარტივება

რატომ ხარჯავენ ფინანსისტები უამრავ დროს და რესურსს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მაშინ, როდესაც ტექნოლოგიებს რეპორტინგის დახვეწეილი და განვითარებუ ...

კომპანიის ზრდა

"სწრაფი ზრდა" - ერთი შეხედვით ეს ორი სიტყვა გაუმჯობესებულ პროდუქტთან, გაზრდილ მოგებასთან და ბიზნესის გაძლიერებულ მუშაობასთან ასოცირდება, მაგრამ სამწუხ ...

ესაჭიროება თქვენს ბიზნესს ERP ?

ყველა ბიზნესი თავის მხრივ უნიკალურია და სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ადრე თუ გვიან ნებისმიერი მათგანი დგება იმ კითხვ ...

ERP სისტემის სარგებელი

დღესდღეობით კამათის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ERP სისტემის მეშვეობით ნებისმიერი ბიზნესი უფრო მარტივად სამართავი ხდება. ინფორმაციის გაერთიანე ...

მითები ERP სისტემის შესახებ

ERP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ამ ტექნოლოგიის მომხმარებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ERP სისტემის შერჩევამ და დანერგვა ...

რას წარმოადგენს ERP სისტემა

ERP (Enterprise resource planning) საწარმოო რესურსების მართვის და დაგეგმვის ერთიანი სისტემაა, რომელიც თანამედროვე ბიზნესის წარმოების განუყოფელ ნაწილა ...