ფინანსური ანგარიშგების გამარტივება


- ვერ დავგეგმავთ პროექტს ან შეხვედრას ახლა, თვის ბოლოსთვის ფინანსური ანგარიშგებაა მოსამზადებელი.
- თვის ბოლო და პირველი კვირა ფინანსისტებისთვის წარმოუდგენლად დატვირთულია.
- ჯერ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ფინანსისტები ისევ ამუშავებენ მონაცემებს.

ოდესმე გსმენიათ ან გითქვამთ მსგავსი ფრაზა? საინტერესოა, დღევანდელ მოცემულობაში რატომ ხარჯავენ ფინანსისტები უამრავ დროს და რესურსს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მაშინ, როდესაც ტექნოლოგიებს რეპორტინგის დახვეწეილი და განვითარებული საშუალებები გააჩნია.

ამ სიტუაციას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის შემდეგი ფაქტორი: როდესაც აანალიზებ, რომ ინფორმაციის 70%, რომელიც ფინანსისტებს ანგარიშების მოსამზადებლად სჭირდებათ, სულაც არ გენერირდება ფინანსური ჯგუფის მიერ. ფინანსური ინფორმაციის წყარო ხშირად სხვა ბიზნეს მიმართულებებია. მაგალითად, გაყიდვები, წარმოება, ადამიანური რესურსები და სხვა დეპარტამენტები.

აღსანიშნავია, რომ არსებობს ტრანზაქციები და აღრიცხვები, რომლებიც მხოლოდ ფინანსური გუნდის მიერ შეიძლება განხორციელდეს და მას პროგრამა ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა, ძირითადი ფინანური ანგარიშები განმეორებადია, მათი ფორმა ყოველთვიურად არ იცვლება და შესაბამისად პროგრამის დახმარებით, საკმაოდ მცირე დრო სჭირდება ფინანსური შედეგების გამოტანას.

მოდით ჩამოვაყალიბოთ 3 შესაძლო გამოწვევა, რომელსაც ფინანსური გუნდი შესაძლოა წააწყდეს ფინანსური ანგარიშების მომზადებისას:

  • სისტემის კონფიგურაცია
    პირველი გამოწვევა, რაც პროგრამით ანგარიშების მომზადებას შეიძლება ახლდეს თან არის ბიზნეს სისტემის არასწორი კონფიგურაცია. ERP სისტემა წლების წინ დაინერგა და მიუხედავად ბიზნესის და რეპორტინგის მოთხოვნების შეცვლისა, სისტემა არ შეცვლილა. 5 წლის წინანდელი რეპორტის დიზაინი ვეღარ ერგება დღევანდელ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, თუ აირჩევთ ისეთ ERP სისტემას, რომელიც იძლევა საშუალებას მოერგოს კომპანიაში არსებულ ნებისმიერ ახალ მოთხოვნას, მსგავსი პრობლემის წინაშე არ აღოჩნდებით.
  • ფინანსური შეცდომების კორექტირება
    ხშირად, როდესაც არაფინანსისტები ახორციელებენ სხვადასხვა სახის ფინანსურ მანიპულაციას, წარმოიქმნება ხარვეზები, რომელთა გასწორება ფინანსისტებს უზარმაზარი დროის ხარჯზე უწევთ. სწორედ პროცესების ავტომატიზაცია, რომელსაც ERP სისტემა გვთავაზობს, ამცირებს მსგავსი ხარვეზების წარმოქმნას და ზოგავს დიდ დროსა და ადამიანურ რესურსს.
  • მოუხერხებელი რეპორტინგის საშუალებები
    ფინანსური ანგარიშების მომზადება ხშირად მოითხოვს შემდეგ აქტივობებს:
    ინფორმაციის სტრუქტურულად დაჯგუფებულ ფორმატში მოპოვებას;
    ფორმულებისა და კალკულაციების სისწორეში დარწმუნებას;
    სხვადასხვა აპლიკაციებიდან განხორციელებელი ტრანზაქციების შეჯერებას;
    რამდენიმე კომპანიის ინფორმაციის კონსოლიდაციას, საერთო ანგარიშისთვის;
    ინფორმაციის რამდენიმე გზით დამუშავებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ არავინ ნახავს ისეთ ინფორმაციას, რაც არ უნდა ნახოს.

კარგ ERP სისტემას ყოველთვის გააჩნია საჭირო ინსტრუმენტები რეპორტისთვის სასურველი სახის მისაცემად.

ბაზარზე უამრავი საშუალება არსებობს ანგარიშების მოსამზადებლად, რომელიც საკმაოდ ამარტივებს პროცესს. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ უზრუნველყოფს ფინანსური ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ყველაფერი აქედან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, რატომ ღელავს ყველა ამ ანგარიშების მომზადებისას. საკმაოდ მარტივია იმის წარმოდგენა, თუ რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს კომპანიას არასწორი ფინანსური ანგარიშგების შემთხვევაში.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ ფინანსისტს არ წარმოუდგენია, რომ წლების განმავლობაში სწავლის შემდეგ, მისი საქმე მხოლოდ ფინანსური ინფორმაციის შეგროვებითა და მისი ანალიზით შემოიფარგლება. ყველას აქვს სურვილი, რომ დროის უმეტესი ნაწილი იმის ანალიზში გაატაროს თუ როგორი მომგებიანია ბიზნესი და როგორ შეიძლება მისი განვითარება.

ბიზნესის უსაფრთხო ზრდისთვის საჭიროა არსებობდეს ერთიანი სისტემა, რომელიც სრულად იქნება მორგებული ბიზნესის საჭიროებებზე, ეს კი შესაძლებელია მასშტაბური,მომავალში ცვლილებებისთვის მზა ERP სისტემის დახმარებით, რომელსაც თან ახლავს მხარდამჭერთა გუნდი. სწორედ ეს განაპირობებს ბიზნესის ზრდის პოტენციალის სრულ ათვისებას.

ERP სისტემის მეშვეობით, მარტივდება ინფორმაციის როგორც შეგროვება, ისე დამუშავება, რადგან საქმის უმეტესი ნაწილი ავტომატურად ხდება. შესაბამისად, სრულებით შესაძლებელია რომ თქვენი კომპანიის ფინანსურ გუნდს იმაზე მეტი ფუნქცია დააკისროთ, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავებაა.

სტატიები

ფინანსური ანგარიშგების გამარტივება

რატომ ხარჯავენ ფინანსისტები უამრავ დროს და რესურსს ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მაშინ, როდესაც ტექნოლოგიებს რეპორტინგის დახვეწეილი და განვითარებუ ...

კომპანიის ზრდა

"სწრაფი ზრდა" - ერთი შეხედვით ეს ორი სიტყვა გაუმჯობესებულ პროდუქტთან, გაზრდილ მოგებასთან და ბიზნესის გაძლიერებულ მუშაობასთან ასოცირდება, მაგრამ სამწუხ ...

ესაჭიროება თქვენს ბიზნესს ERP ?

ყველა ბიზნესი თავის მხრივ უნიკალურია და სხვა და სხვა დროს სხვა და სხვა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ადრე თუ გვიან ნებისმიერი მათგანი დგება იმ კითხვ ...

ERP სისტემის სარგებელი

დღესდღეობით კამათის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ERP სისტემის მეშვეობით ნებისმიერი ბიზნესი უფრო მარტივად სამართავი ხდება. ინფორმაციის გაერთიანე ...

მითები ERP სისტემის შესახებ

ERP სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით უამრავი მითი არსებობს. ამ ტექნოლოგიის მომხმარებლებთან საუბრისას გაირკვა, რომ ERP სისტემის შერჩევამ და დანერგვა ...

რას წარმოადგენს ERP სისტემა

ERP (Enterprise resource planning) საწარმოო რესურსების მართვის და დაგეგმვის ერთიანი სისტემაა, რომელიც თანამედროვე ბიზნესის წარმოების განუყოფელ ნაწილა ...