დისტრიბუცია

Parent Previous Next


დისტრიბუციის მოდული მოიცავს ყველა საჭირო ფუნქციას VAN-sale-ის და Pre-sale-ის მეთოდით მუშაობისთვის. აღნიშნული მოდულის საშუალებით მყისიერად ხორციელდება შეკვეთების მიღება, რეალიზაციაში გატარება,  საქონლის ბორტიდან რეალიზაცია და ბუღალტერიაში ფინანსური ტრანზაქციების ავტომატური წარმოება. დისტრიბუტორის მიერ შესრულებული თითოეული ოპერაცია მომენტალურად აისახება როგორც პროგრამის ცენტრალურ ბაზაში, ასევე შემოსავლების სამსახურის (http://www.rs.ge) ვებ-გვერდზე.


აღნიშნული მოდული გამოირჩევა ფართო შესაძლებლობებით და ითვალისწინებს მობილური ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პროგრამაში არსებული მექანიზმები კომპანიას საშუალებას აძლევს სრულად აკონტროლოს კლიენტთა დავალიანებები, ფასდაკლებები და პრომო აქციები, სავაჭრო აგენტების მარშრუტები, ნაშთები რეალურ დროში, გაყიდვები გეგმასთან მიმართებაში და ა.შ




დისტრიბუციის მოდულის გასამართად აუცილებელია გაიაროთ  ქვემოთ ჩამოთვლილი პროცესები მიმდევრობით:


დისტრიბუტორი რეგისტრირდება ადამიანებში - როგორც ანგარიშვალდებული პირი


რეგისტრირდება როგორც სტანდარტული საწყობები, ასევე საწყობები PreSale-სა და VanSale-სთვის


ფიზიკური / იურიდიული პირის რეგისტრაცია, ვისგანაც უშუალოდ ხდება საქონლის შესყიდვა


საქონლის რეგისტრაცია, რომლის დისტრიბუციასაც ახორციელებთ


ფიზიკური / იურიდიული პირის რეგისტრაცია ვისზეც ხდება საქონლის მიყიდვა


ორგანიზაციებისთვის არეგისტრირებთ სავაჭრო წერტილებს


თითოეულ დისტრიბუტორს უნდა დავუდგინოთ სავაჭრო წერტილები და ვიზიტების განრიგი


აღწერა


აღწერა




დაკავშირებული თემები:



http://infinati.ge/Content/WebHelp/index.html?Start_Distr.html


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Generate EPub eBooks with ease