პროგრამის დაყენება

Parent Previous Next


პროგრამის დასაყენებლად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს http://infinati.ge/Services.aspx , ან დააკლიკეთ აქ


Internet Explorer  ის შემთხვევაში ეკრანის ქვედა ნაწილში გამოჩნდება პატარა ფანჯარა, (იხ. ქვემოთ მოცემული ფოტო). დააჭირეთ Open-ს



Chrome, Opera და Mozilla - ს შემთხვევაში დააჭირეთ ღილაკს Keep და გახსენით გადმოწერილი ფაილი



გაიხსნება ფანჯარა და დააკლიკეთ Install-ს



თუ პირველად ყენდება პროგრამა, სისტემა გვთავაზობს სადემონსტრაციო ვერსიის ჩართვას, შეიყვენეთ მითითებული პაროლი და შეძლებთ გაეცნოთ პროგრამის სადემონსტრაციო ვერსიას.


თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროგრამა და გაწერილი გაქვთ შესაბამისი ლიცენზია, შეგიძლიათ მიუთითოთ სერვერთან კავშირის  პარამეტრები, რისთვისაც უნდა დააკლიკოთ კავშირის პარამეტრების ღილაკს (იხ. ქვემოთ მოცემული სურათი)


გაიხსნება ფანჯარა (იხ. ქვემოთ მოცემული სურათი) სადაც სერვერის ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი ორგანიზაციის სერვერის მისამართი და ბაზის ველში ბაზის სახელი.



სერვერის მისამართის და ბაზის სახელის გასაგებად მიმართეთ თქვენს IT სპეციალისტს, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე info@infinati.ge (მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ელ. ფოსტის მისამართიდან, რომელიც ჩვენ მხარეს იქნება რეგისტრირებული).


მონაცემების შეყვანის შემდეგ დააჭირეთ შენახვას. გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც  შევსებული დაგხვდებათ ორგანიზაციის დასახელება, რომელიც შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის სურვილის შესაბამისად,  სწორედ ამ დასახელებით მოხდება მითითებული კავშირის შენახვა სისტემაში.


დააჭირეთ შენახვას და პროგრამა მზადაა სამუშაოდ (ეკრანზე გამოგიჩნდებოდათ პროგრამის პიქტოგრამა).


გისურვებთ წარმატებულ მუშაობას!


http://infinati.ge/Content/WebHelp/index.html?Start_Install.html


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Easily create PDF Help documents