საცალო ვაჭრობა

Parent Previous Next


POS-ის მოდული უზრუნველყოფს მაღაზიებში, თუ სხვა ნებისმიერ საცალო სავაჭრო წერტილში პროდუქციის რეალიზაციის პროცესების სრულ ავტომატიზაციას. პროგრამის ოპტიმალური ინტერფეისი საშუალებას იძლევა სამუშაო პროცესი მარტივი და კომფორტული გახდეს პროგრამის უშუალო მომხმარებლებისთვის, რაც უზრუნველყოფს ოპერატიულ მომსახურებას.


პროგრამაში გათვალისწინებულია მთელი რიგი საკითხები, რომლებიც აქტუალურია ნებისმიერი ფორმატის მაღაზიისთვის. მოდული მუშაობს, როგორც offline, ასევე online რეჟიმში, საცალო გაყიდვების  ძირითადი მომხმარებლებისთვის შექმნილია TouchScreen ტექნოლოგიებზე მორგებული  ინტერფეისი, რომლის სპეციალიზებული მენიუ უზრუნველყოფს შეცდომების დაშვების პრევენციას რუტინული ოპერაციების შესრულების დროს. შესაძლებელია პროდუქციის ძიება დასახელებით და შტრიხ-კოდით, გაყიდვების აღრიცხვა სალაროების მიხედვით, პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა, მინიმალური ნაშთების კონტროლი. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სასაჩუქრე და ბონუს ბარათების მრავალ-ფუნქციური სისტემებით.




POS მოდულის გასამართად აუცილებელია გაიაროთ  ქვემოთ ჩამოთვლილი პროცესები მიმდევრობით:


საწყობი ამ შემთხვევაში არის ობიექტი (მაღაზია), საიდანაც უნდა მოხდეს გაყიდვა. საჭიროების  შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი საწყობის რეგისტრაცია


პროგრამაში უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის კომპიუტრი, საიდანაც მოხდება გაყიდვა


უნდა დარეგისტრირდეს პროგრამის ის მომხმარებელი (ან მომხმარებლები)  რომელიც იმუშავებს სალაროსთან (მოლარე)


საჭიროა გაყიდვის ოპერაციის დასრულების შემდგომ  სალაროს ქვითარის ავტომატურად ამობეჭდვის უზრუნველსაყოფად


ფიზიკური / იურიდიული პირის რეგისტრაცია ვისგანაც უშუალოდ ხდება საქონლის შესყიდვა


საქონლის რეგისტრაცია, რაც უნდა გაიყიდოს POS რეალიზაციის დროს


საქონლისთვის შეძენა მომწოდებლისგან


საქონლისთვის გასაყიდი ფასების მინიჭება


საქონლის გაყიდვა




დაკავშირებული თემები:



http://infinati.ge/Content/WebHelp/index.html?Start_POS.html


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free Web Help generator