კაფე-რესტორანი

Parent Previous Next


კაფე-რესტორნის მოდულის გამოყენება შესაძლებელია, როგორც დიდ და მრავალდარბაზიან რესტორანებში, ისე პატარა კაფეებსა და სწრაფი კვების ობიექტებში. პროგრამის მომხმარებელი მარტივად ადგენს მენიუს შესაბამისი ფასებითა და კალკულაციებით, იღებს შეკვეთებს, ანაწილებს მაგიდის და დარბაზების სახეობებს, პროგრამის საშუალებით შესაძლებელია დარეზერვდეს და გაერთიანდეს მაგიდები, დაწესდეს ფასდაკლება როგორც კონკრეტულ კერძზე, ასევე მთლიან შეკვეთაზე, განხორციელდეს სხვადასხვა ტიპის ანგარიშსწორება, გაუქმდეს და შეიცვალოს შეკვეთები. პროგრამის ადმინისტრატორს საშუალება აქვს შექმნას მომხმარებლები და მიანიჭოს მათ მხოლოდ განსაზღვრულ ოპერაციებთან წვდომის უფლებები. 


პროგრამაში არსებული მრავალფეროვანი ანგარიშგებები გვაძლევს მარაგების კონტროლის, მომწოდებლებთან გადახდების მართვის და შეკვეთებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მარტივად მიღების და დამუშავების შესაძლებლობას. პროგრამის სხვა მოდულების მსგავსად, აღნიშნულ მოდულშიც მომხმარებლის მიერ შესრულებული ნებისმიერი ოპერაცია ფინანსური აღრიცხვის ნაწილში გატარებების სახით ავტომატურად აისახება.  


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Eliminate the Struggles of Documentation with a Help Authoring Tool