შპს „აბსცისა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს. კომპანიამ, მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, შეიმუშავა საწარმოს მართვის ერთიანი სისტემა - INFINATI. პროგრამა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.
INFINATI წარმოგიდგენთ მაღაზია-საწყობის, დისტრიბუციის, წარმოებისა და ფინანსური აღრიცხვის პროგრამას, რომელიც შემუშვებულია საქართველოში და სრულად შეესაბამება საქართელოს კანონმდებლობას. პროგრამა ინტეგრირებადია თანამედროვე ტექნოლოგიებთან, მორგებულია ნებისმიერ სფეროში მოღვაწე თითოეულ მომხმარებელზე და ადვილად ათვისებადია.
INFINATI-ს გუნდი ორიენტირებულია განვითარებასა და სიახლეების დანერგვაზე. სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი მუდმივად ჩართულია თქვენთვის საჭირო პროცესებში და თქვენი მიზნებიდან გამომდინარე, გეხმარებათ, რომ წარმატებულად მართოთ ბიზნესი. გამართული და წარმატებული საქმიანობის საწინდარი 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი, უსწრაფესი მომსახურებაა. INFINATI - ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი თქვენი ბიზნესის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.