წინასიტყვაობა

Next


პროგრამის შესახებ


INFINATI წარმოადგენს ბიზნეს პროცესების მართვისთვის შექმნილ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ერთიან სისტემას, რომელიც 2012 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და სრულყოფილ მომსახურებას უწევს არაერთ უმსხვილეს კომპანიას. ქართულ კანონმდებლობაზე მორგებული, მუდმივად განახლებადი პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და განკუთვნილია, როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნეს ერთეულების, მათ შორის სავაჭრო, საწარმოო, სადისტრიბუციო, სამშენებლო და სხვა კომპანიების ეფექტურად მართვისა და აღრიცხვიანობის უზრუნველსაყოფად.


პროგრამა ადვილად ინტეგრირებადია ნებისმიერ ორგანიზაციაში და მარტივია შემდგომი ექსპლუატაციისას. მრავალენოვანი ინტერფეისი კი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იმუშაონ მათთვის სასურველ ენაზე. ასევე პროგრამასთან ინტეგრირებულია ყველა სავაჭრო მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია საცალო და საბითუმო ვაჭრობისთვის.


პროგრამა შედგება რამოდენიმე მოდულისგან, თითოეულ მოდულში შესრულებული ყველა ოპერაცია ავტომატურად ისახება საბუღალტრო გატარებების ჟურნალში. მსგავსი მიდგომა ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას და შესაძლებელს ხდის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას  რესურსების და დროის ნაკლები დანახარჯებით.


ნებისმიერი ორგანიზაციის ეფექტურად მართვისა და აღრიცხვისთვის საჭირო მრავალ უმნიშვნელოვანეს ფუნქციასთან ერთად, პროგრამა საშუალებას იძლევა დაინერგოს დამატებითი ანგარიშგებები ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად. 


აერთიანებს რა ყველა საჭირო ინფორმაციას, პროგრამა  უზრუნველყოფს ბიზნეს პროცესების მრავალმხრივი ანალიზის შესაძლებლობას დროის მოცემულ მომენტში. მარტივად დამუშავებადი, მოქნილი რეპორტინგის სისტემა იძლევა მონაცემების  როგორც კომპლექსურად , ისე დეტალურ დონეზე მიღების საშუალებას.



სახელმძღვანელოს შესახებ


წინამდებარე სახელმძღვანელო შედგენილია  პროგრამა INFINATI-ს  მომხმარებლებისთვის, რათა შეძლონ პროგრამის დამოუკიდებლად გამართვა, გაუმარტივდეთ სამუშაო პროცესი და რაც ყველაზე მთავარია, მიიღონ ინფორმაცია პროგრამის ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციის შესახებ და გამოიყენონ პრაქტიკაში.


ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმძღვანელოს მიზანს არ წარმოადგენს ბიზნესის მართვის სწავლება. უმეტესად, ეს არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც გასწავლით თუ როგორ მოახდინოთ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.



Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free Kindle producer