[ინსტრუმენტები] >> [მომხმარებლები და უფლებები] >> [სისტემის მომხმარებლები]
მომხმარებლის რეგისტრაცია
მომხმარებლის დასარეგისტრირებლად დააკლიკეთ დამატების ღილაკს.
| ველი | აღწერა | 
| ID | მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორი (რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ენიჭება ავტომატურად | 
| ადამიანი | ადამიანი, ვისი მომხმარებელიც უნდა დარეგისტრირდეს (ველის გასწვრივ, სამ წერტილზე დაკლიკებით შეგიძლიათ აირჩიოთ ადამიანი, ვის მომხმარებელსაც არეგისტრირებთ) | 
| LoginName | სახელი ავტორიზაციისთვის (ივსება ავტომატურად მომხმარებლის სახელის და გვარის შევსების შემდეგ) | 
| მობილური | მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერი | 
| ელ.ფოსტა | მომხმარებლის ელ. ფოსტა (ივსება სურვილის შემთხვევაში) | 
| მენიუ | ირჩევთ მომხმარებლის შესაბამის მენიუს | 
| IMEI | მობილური ტელეფონის IMEI კოდი | 
| პროფილი | აირჩიეთ მობილური აპლიკაციის პროფილი, რომელიც უნდა უჩანდეს მომხმარებელს მობილური ტელეფონის აპლიკაციაში | 
| წინა პერიოდის შეზღუდვა | დოკუმენტების დათვალიერების და დოკუმენტების დამოწმება/გაუქმების მონიშვნით შეგიძლიათ მომხმარებელს შეუზღუდოთ აღნიშნულ ფუნქციებთან წვდომა წინა პერიოდის დოკუმენტებზე | 
| ელ. დეკლარირების სარეგისტრაციო | RS.GE-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის სარეგისტრაციო სახელი (თუ უნდა ისარგებლოს სისტემის პარამეტრებში გაწერილი ელ.დეკლარირების მონაცემებით, მონიშნეთ პარამეტრი "მონაცემებით ისარგებლოს სისტემის პარამეტრებიდან" და ავტომატურად გაეწერება მონაცემები) | 
| ჯგუფები | ნიშნავთ ჯგუფს იმის მიხედვით თუ რა ტიპის მომხმარებელს არეგისტრირებთ | 
| მომხმარებელს უნიშნავთ მხოლოდ იმ საწყობებს რომლებზეც უნდა ქონდეს წვდომა. ახალი საწყობის რეგისტრაციის შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტულ მომხმარებლებსს ჩაურთოთ უფლებები ამ საწყობზე, რის შემდეგაც აუცილებელია განაახლოს საცნობარო ინფორმაცია | |
| აკრძალული ანგარიშები | საჭიროების შემთხვევაში უთითებთ იმ ანგარიშებს, რომლებზეც არ უნდა ჰქონდეს წვდომა კონკრეტულ მომხმარებელს | 
| ნებადართული ანგარიშები | საჭიროების შემთხვევაში უთითებთ მხოლოდ იმ ანგარიშებს, რომლებზეც უნდა ჰქონდეს წვდომა კონკრეტულ მომხმარებელს | 

დააკლიკეთ შენახვის ღილაკს და ამით მომხმარებლის რეგისტრაცია დასრულებულია.
დაკავშირებული თემები:
Created with the Personal Edition of HelpNDoc: Full-featured Documentation generator