ბლოგი

რჩევები მეწარმეებს

ნებისმიერი ზომის ბიზნესს სჭირდება სწორი ფინანსური დაგეგმარება. თუმცა, ხშირად რთულია სტაბილური გეგმის შენარჩუნება და ამ გეგმიდან გადახვევაც კი გვიწევს. მოდით, ვისაუბროთ იმ მეთოდებზე, რომლებიც დაგვეხმარება ბიუჯეტის უკეთ გასაკონტროლებლად.

  • შეაფასეთ მიმდინარე სიტუაცია და დაფიქრდით რისკებზე
    რისკი ბიზნესის ნებისმიერ საფეხურზე არსებობს და როგორც წესი მოულოდნელად იჩენს ხოლმე თავს. მცირე მეწარმეებს ხშირად ძალიან მცირე რისკებზეც კი უწევთ დაკვირვება, რათა თავიანთი ბიუჯეტი სწორად განსაზღვრონ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მცირე ბიზნესს ბიუჯეტი და კაპიტალიც შესაბამისი აქვს. პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი ბიზნესის წარმატების ფაქტორები, სისუსტეები, წარმატების ფაქტორები და გარეშე მოვლენები, რომლების გავლენას ახდენენ საქმიანობაზე. ანუ, გააკეთეთ ე.წ 'SWOT ანალიზი'. ამის შემდეგ, კი დეტალურად დაწერეთ როგორ ნაწილდება თქვენი ბიუჯეტი ხვადასხვა აქტივობებზე. ამ მარტივი სვლებით, თქვენ შეძლებთ გააანალიზოთ თქვენი კომპანიის მიმდინარე მდგომარეობა და შეინარჩუნოთ სტბილურობა ბიუჯეტირების საკითხში.
  • შეაფასეთ ხარჯები
    შეაფასეთ ხარჯი იმაზე მეტად, ვიდრე გამოთვლები აჩვენებს. ანუ, როდესაც აპირებთ გამოყოთ ბიუჯეტი რომელიმე პროექტისთვის, აუცილებლად დაფიქრდით იმაზე, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ძალიან იშვიათ შემთხვევებში მიდის. ამიტომ, გამოყავით იმაზე მეტი ბიუჯეტი ვიდრე აპირებდით, რისკების დასაზღვევად და მოულოდნელი ხარჯების თავიდან ასაცილებლად. ეს მეთოდი თავიდან აგაცილებთ პროექტის შეფერხებას და ვადის გაზრდას.
  • აკონტროლეთ ბიუჯეტი
    ყოველთვის აკონტროლეთ თქვენი ბიუჯეტი და ხარჯები. დააწესეთ ანგარიშის ჩაბარების თარიღი თითოეული დეპარტამენტისთვის. აკონტროლეთ რამდენი იხარჯება მარკეტინგში, გადასახადებში ან ხელფასში. დაუკვირდით, ხომ არ გაქვს რაიმე ისეთი ხარჯი რომლის შემცირებაც შესაძლებელია საქმიანობის ოპტიმიზაციით, დავალებების განაწილების შეცვლით ან უბრალოდ თანამშრომლების მეტი წახალისებით.
  • დააფასეთ დრო
    და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ცნობილი გამონათქვამი "დრო ფულია", რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის. საწყის ეტაპზე თითოეული ნაბიჯის გაზომვით და დროის რესურსის სწორი გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ხარჯის ოპტიმიზაცია. ასევე, გახსოვდეთ, რომ არსებობს ავტომატიზაციის სისტემები, რომლებიც დროის და ადამიანური რესურსის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს.