ბლოგი

ERP დისტრიბუციისთვის

რადგან ვამბობთ, რომ ERP სისტემა ბიზნესისთვის დიდი სარგებლის მომტანია, ლოგიკურია, რომ დისტრიბუციის მოდულიც თავისთავად მომგებიანი უნდა იყოს. თუმცა სჯობს უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ რას აკეთებს, სად ჩანს მისი პრაქტიკულობა და რატომ არის ERP სისტემა მნიშვნელოვანი კონკრეტულად სადისტრიბუციო ბიზნესისთვის?
ვიდრე ამ და სხვა კითხვებს გავცემთ პასუხს, ERP სისტემის იმ ზოგად უპირატესობებს გავეცნოთ, რომლებიც სადისტრიბუციო ბიზნესისთვის ერთობ მნიშვნელოვანია, ესენია:

  • ეფექტური ფასწარმოქმნა;
  • ოპერაციული ხარჯების შემცირება;
  • ადმინისტრაციული ხარჯების სწორი გადანაწილება;
  • თვითღირებულების ეფექტურად მართვა;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • სამრეწველო ნარჩენების შემცირება.

თვალსაჩინოებისთვის ზოგიერთ უპირატესობას უფრო სიღრმისეულად გავეცნოთ. მომარაგების ოპტიმიზაციის გაუმჯობესება ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობაა, რაც ERP სისტემამ შეიძლება სადისტრიბუციო კომპანიებს მოუტანოს. ღირებულება რომ უკეთ გავიგოთ, გავეცნოთ მომარაგების ჯაჭვს სრულად და დავინახოთ, თუ რა მნიშვნელოვანია თითოეული ეტაპის კავშირი ერთმანეთთან:

  • შეკვეთის დადასტურება - ეს ეტაპი შედგება ფასისა და ხარისხის დადგენის, მიტანის თარიღის განსაზღვრისა და სხვა მყიდველსა და გამყიდველს შორის არსებულ მოლაპარაკებებისაგან;
  • ტვირთის მომზადების ეტაპი - ეს ეტაპი მოიცავს გამყიდველის მიერ ტვირთის მომზადებას მიწოდებისთვის. ამისათვის საჭიროა წინა ეტაპზე განსაზღვრული პირობების გათვალისწინება, მათ შორის, მიწოდების თარიღისაც;
  • მიწოდების ეტაპი - ამ ეტაპზე ხდება როგორც სასაქონლო, ასევე ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება. ძალიან მარტივია ამ ეტაპზე ERP სისტემის საჭიროების დანახვა, ვინაიდან, იმ მთელი რიგი ფუნქციების ერთობლიობა, რომლებიც ERP სისტემებს გააჩნიათ, საგრძნობლად ამარტივებენ აღნიშნულ პროცესებს.
  • საბოლოო შეჯამება - პროდუქციის მიწოდების შემდეგ ხდება ყველა დოკუმენტის მოწესრიგება, რასაც თავის მხრის საკმაო დრო სჭირდება. ERP სისტემაში კი, ყველაფერი ავტომატურად ლაგდება.

მომარაგების ყველა ეტაპი თავის მხრივ დიდ მუშაობას მოითხოვს. პროცესების სწორად დალაგებასთან ერთად, საჭიროა დოკუმენტების მომზადებაც, რომელიც დიდ დროს და სიფრთხილეს მოითხოვს. ERP სისტემის მეშვეობით კი, საქმის უმეტესი ნაწილი ავტომატიზებულია და შეცდომების დაშვების ალბათობაც მცირეა.

ERP სისტემები ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ლოჯისტიკაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს შემდეგ უპირატესობებს:

  • მარაგების კატეგორიზაცია - იმის გათვალისწინებით, რომ სადისტრიბუციო კომპანიებს საკმაოდ დიდ ინფორმაციასთან უწევთ გამკლავება, მანუალური კატეგორიზაცია განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ERP სისტემები მენეჯმენტს საშუალებას აძლევენ ავტომატურად მართონ აღნიშნული პროცესები;
  • ავტომატური პროგნოზი - ნებიემიერი ბიზნესის წარმატება არაერთ განსხვავებულ, მათ შორის, სეზონურ, ტრენდულ ან სხვა გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული. ERP სისტემებს აქვთ შესაძლებლობა პროგნოზის გაკეთებისას გაუმკლავდნენ და გაითვალისწინონ ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ბიზნეს პროცესების მიმდინარეობაზე;
  • განგრძობითი განვითარების პროცესი - ERP სისტემების თვისებებიდან გამომდინარე, იგი მუდამ ახდენს პროცესების ანალიზსა და მონიტორინგს. შესაბამისად, განვითარების პროცესი მისი გამოყენებით შეუქცევადი ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ დაწვრილებით არ გვისაუბრია ERP სისტემის იმ ყველა სიკეთეზე, რითაც შეიძლება სადისტრიბუციო ბიზნესებმა ისარგებლონ, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიც საკმარისია მის საჭიროებაში დასარწმუნებლად.