საქონლის შეძენა ზედნადების ჩამოტვირთვით
RS.ge-დან ზედნადების ჩამოტვირთვის შემთხვევაში ავსებთ სასაქონლო ზედნადების ნომრის და საწყობის ველებს. აღნიშნული ველების შევსების შემდეგ დააჭირეთ სასაქონლო ზედნადების გასწვრივ მდებარე სამ წერტილს და საქონლის შეძენის ფორმაში ჩამოიტვირთება საქონელი ზედნადების შესაბამისი რაოდენობებით და ფასებით.
დაკლიკეთ დამოწმების ღილაკს და ამით საქონლის შეძენა დასრულებულია.
RS.ge-დან რეალიზაციის სასაქონლო ზედნადების ჩამოტვირთვა
RS.ge-დან რეალიზაციის ზედნადების ჩამოსატვირთად ავსებთ სასაქონლო ზედნადების ნომრის და მიმღები საწყობის ველებს. აღნიშნული ველების შევსების შემდეგ დააჭირეთ სასაქონლო ზედნადების გასწვრივ მდებარე სამ წერტილს და საქონლის რეალიზაციის ფორმაში ჩამოიტვირთება საქონელი ზედნადების შესაბამისი რაოდენობებით და ფასებით.
დაკლიკეთ დამოწმების ღილაკს და ამით საქონლის რეალიზაციის ზედნადების ჩამოტვირთვა დასრულებულია.
RS.ge-დან დაბრუნების სასაქონლო ზედნადების ჩამოტვირთვა
RS.ge-დან დაბრუნების ზედნადების ჩამოსატვირთად ავსებთ დაბრუნების ზედნადების ნომრის და დაბრუნების საწყობის ველებს. აღნიშნული ველების შევსების შემდეგ დააჭირეთდოკუმენტის ნომრის გასწვრივ მდებარე სამ წერტილს და საქონლის დაბრუნების ფორმაში ჩამოიტვირთება საქონელი ზედნადების შესაბამისი რაოდენობებით და ფასებით.
დაკლიკეთ დამოწმების ღილაკს და ამით საქონლის დაბრუნების ზედნადების ჩამოტვირთვა დასრულებულია.
http://infinati.ge/Content/WebHelp/index.html?Form_0115.html
Created with the Personal Edition of HelpNDoc: Keep Your Sensitive PDFs Safe with These Easy Security Measures