POS-ის მოდული უზრუნველყოფს მაღაზიებში, თუ სხვა ნებისმიერ საცალო სავაჭრო წერტილში პროდუქციის რეალიზაციის პროცესების სრულ ავტომატიზაციას. პროგრამის ოპტიმალური ინტერფეისი საშუალებას იძლევა სამუშაო პროცესი მარტივი და კომფორტული გახდეს პროგრამის უშუალო მომხმარებლებისთვის, რაც უზრუნველყოფს ოპერატიულ მომსახურებას.
პროგრამაში გათვალისწინებულია მთელი რიგი საკითხები, რომლებიც აქტუალურია ნებისმიერი ფორმატის მაღაზიისთვის. მოდული მუშაობს, როგორც offline, ასევე online რეჟიმში, საცალო გაყიდვების ძირითადი მომხმარებლებისთვის შექმნილია TouchScreen ტექნოლოგიებზე მორგებული ინტერფეისი, რომლის სპეციალიზებული მენიუ უზრუნველყოფს შეცდომების დაშვების პრევენციას რუტინული ოპერაციების შესრულების დროს. შესაძლებელია პროდუქციის ძიება დასახელებით და შტრიხ-კოდით, გაყიდვების აღრიცხვა სალაროების მიხედვით, პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა, მინიმალური ნაშთების კონტროლი. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სასაჩუქრე და ბონუს ბარათების მრავალ-ფუნქციური სისტემებით.
POS მოდულის გასამართად აუცილებელია გაიაროთ ქვემოთ ჩამოთვლილი პროცესები მიმდევრობით:
საწყობი (მაღაზია), საიდანაც უნდა მოხდეს გაყიდვა.
პროგრამაში უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის კომპიუტრი, საიდანაც მოხდება გაყიდვა
უნდა დარეგისტრირდეს პროგრამის ის მომხმარებელი (ან მომხმარებლები) რომელიც იმუშავებს სალაროსთან (მოლარე)
საჭიროა გაყიდვის ოპერაციის დასრულების შემდგომ სალაროს ქვითარის ავტომატურად ამობეჭდვის უზრუნველსაყოფად
ფიზიკური / იურიდიული პირის რეგისტრაცია ვისგანაც უშუალოდ ხდება საქონლის შესყიდვა
საქონლის რეგისტრაცია, რაც უნდა გაიყიდოს POS რეალიზაციის დროს
საქონლისთვის შეძენა მომწოდებლისგან
საქონლისთვის გასაყიდი ფასების მინიჭება
საქონლის გაყიდვა
დაკავშირებული თემები:
http://infinati.ge/Content/WebHelp/Geo/index.html?Start_POS.html
Created with the Personal Edition of HelpNDoc: Free Web Help generator