ბლოგი

ღრუბლოვანი ტექნოლოგიები

ჩვენ ვცხოვრობთ ცოდნაზე ორიენტირებული ეკონომიკის ეპოქაში. ინფორმაცია არის აქტივი და თუ როგორ ვიზიარებთ მას, დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი წარმატების ხარისხს.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი ძვრა მოხდა ინფორმაციის გაზიარებისა და მიმოცვლის კუთხით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ე.წ. ღრუბლოვანი (Cloud) ტექნოლოგიების გამოჩენამ სრული გადატრიალება მოახდინა ამ მიმართულებით.

Cloud ტექნოლოგიებმა რადიკალურად შეცვალეს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა, არქიტექტურა, პროგრამული უზრუნვეყოფის შემუშავების მოდელები და მისი მიწოდების ვარიანტები.

ღრუბელი არის ვირტუალური სივრცე, რომელიც არსებობს ინტერნეტში. ეს არის მონაცემთა საცავი, სადაც შესაძლებელია განთავსდეს ციფრული რესურსები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაციები, ფაილები და ა.შ. უფრო მარტივი სიტყვებით, ქლაუდ ტექნოლოგია პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წვდომა ჰქონდეთ მონაცემებზე, პროგრამებსა და ბაზებზე, რომლებიც არ ინახება მათ კომპიუტერში. ვირტუალურ სერვერებში განთავსებულ ობიექტებთან წვდომისთვის მომხმარებლები იყენებენ ინტერნეტს, შესაბამისად ისინი ყიდულობენ არა პროგრამული უზრუნველყოფის უვადო ლიცენზიებს, არამედ სერვისს გარკვეული ვადით და შემდეგ ინტერნეტ ბრაუზერის საშუალებით იღებენ მასზე წვდომას, IT გუნდისგან ჩართულობის გარეშე.

Cloud ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოიყენონ ვირტუალურ სივრცეში შენახული ციფრული რესურსები ქსელების საშუალებით, რაც გვეხმარება გავაზიაროთ ინფორმაცია და აპლიკაციები მათი ფიზიკური მდებარეობით შეზღუდვის გარეშე.

ადრეულ პერიოდში თითოეულ სერვისზე გამოყოფილი იყო თითო ფიზიკური სერვერი, შესაბამისად ყოველ მონაცემთა დამუშავების ცენტრში მუშაობდა ათასობით სერვერი, რომლებიც მოიხმარდნენ დიდ რესურსებს. ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით კი ეს პრობლემა საგრძნობლად შემცირდა. დღესდღეისობით შესაძლებელია ერთ ფიზიკურ სერვერზე გაეშვას რამდენიმე ვირტულური სერვერი, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად გამოვიყენოთ სერვერის ფიზიკური მახასიათებლები.

ღრუბლოვან ტექნოლოგიებს გააჩნიათ შემდეგი უპირატესობები:

  • ვირტუალური მონაცემთა საცავის ცენტრი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ჰქონდეთ წვდომა მონაცემებთან ნებისმიერი ადგილიდან, მაშინ როცა მონაცემთა საცავის ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს;
  • საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება;
  • სერვერების კონსოლიდაციის შესაძლებლობა, რაც რამდენიმე ჰოსტინგის ერთ ვირტუალურ მანქანაზე გამოყენების შესაძლებლობას იძლევა;
  • გაუმჯობესებული მდგრადობა და მოქნილობა;