ტერმინალის მოდელები, რომლების ინტეგრირებულია INFINATI -სთან და გატესტილია:
VERIFONE VX680 |
VERIFONE VX820 |
INGENICO LANE3000 |
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვა მოდელების არსებობის შემთვევაში აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეთ, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი ტერმინალის გამართულ მუშაობაში.
ბანკის ტერმინალის გასამართად პირველ რიგში საჭიროა შეხვიდეთ სისტემის პარამეტრებში და დაამატოთ სასურველი ბანკი.
[ინსტრუმენტები] >> [პარამეტრები] >> [სისტემის პარამეტრები] >> [საბანკო ანგარიშები]
საბანკო ანგარიშების ჩანართზე შეავსეთ სასურველი ბანკის მონაცემები.
აუცილებელია სალაროს გაუწეროთ ბანკის ტერმინალის მონაცემები. ამისათვის სალაროების ნუსხიდან გახსენით ჩანაწერი, რომლიდანაც უნდა მოხდეს გაყიდვები ტერმინალით და შეავსეთ საბანკო ანაგრიშებში შესაბამისი ბანკის ველი შემდეგნაირად:
INGENICO -ს ტიპის ტერმინალის შემთხვევაში Port - ში ჩაწერეთ "ING"
VERIFONE -ს ტიპის ტერმინალის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ შემდეგი ველები:
ველი |
აღწერა |
Terminal ID |
ყველა ტერმინალისთვის არის უნიკალური, რომელიც უნდა მოგაწოდოთ ბანკმა ან შეგიძლიათ დაადგინოთ შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით |
Port |
Device Manager -დან უნდა ჩაწეროთ შესაბამისი პორტი (მაგ. COM3), რომელიც უნდა დაადგინოს IT მენეჯერმა ან ბანკის წარმომადგენელმა ტერმინალის შეერთების შემდეგ |
VERIFONE ტიპის ტერმინალისთვის Terminal ID -ს დადგენა შესაძლებელია შემდეგნაირად:
POS >> საქონლის რეალიზაცია >> ფუნქიცები >> POS პარამეტრები
დააკლიკეთ ბმულს [ტერმინალის დეტალური ინფორმაციის მიღება] და მიუთითეთ პორტი. შენახვაზე დაკლიკების შემდეგ თუ COM პორტი სწორადაა მითთებული, გამოვა ტერმინალის მონაცემები.
Created with the Personal Edition of HelpNDoc: Keep Your PDFs Safe from Unauthorized Access with These Security Measures