მენიუს კონსტრუქტორი

Parent Previous Next


[ინსტრუმენტები] >> [ინსტრუმენტები] >> [მენიუს კონსტრუქტორი]




მენიუს კონსტრუქტორის საშუალებით ხდება ახალი მენიუს რეგისტრაცია, ან უკვე არსებული მენიუს რედაქტირება.





მენიუს რეგისტრაცია


ახალი მენიუს დასარეგისტრირებლად აკილკებთ დამატების ღილაკს და უთითებთ სასურველ დასახელებას. (მაგალითისთვის დავარეგისტრიროთ საწყობის მენიუ, რომელსაც ექნება მხოლოდ ერთი პუნქტი - [საქონელი საწყობში])



შემდეგ თანმიმდევრულად ამატებთ მენიუებს, ამ მენიუებში შემავლ ჯგუფებს და ამ ჯგუფებში შემავალ პუნქტებს. გასათვალისწინებელია, რომ პუნქტების დამატებისას იცოდეთ სასურველი ფორმის შესაბამისი  ნომერი.



ახალი მენიუს რეგისტრაცია შესაძლებელია მენიუს იმპორტის საშუალებითაც. ამისთვის  საჭიროა დააექსპორტოთ უკვე არსებული მენიუ, შეაიმპორტოთ  თავიდან სასურველი დასახელებით და შემდეგ დატოვოთ მხოლოდ ის პუნქტები, რომლებიც ამ ახალი მენიუსთვის იქნება განსაზღვრული.




მენიუს რედაქტირება


მენიუს რედაქტირებით შესაძლებელია მენიუს ნებისმიერი ჯგუფისა თუ პუნქტისთვის დასახელებისა და მდებარეობის შეცვლა, არსებული მენიუში  ჯგუფებისა თუ პუნქტების როგორც წაშლა, ასევე დამატება, რაც სისტემის ადმინისტრატორს ყველა ტიპის მომხმარებლისთვის მაქსიმალურად რელევანტური მენიუს ფორმირების საშუალებას აძლევს.


Created with the Personal Edition of HelpNDoc: Transform Your Word Doc into a Professional-Quality eBook with HelpNDoc