[ინსტრუმენტები] >> [მომხმარებლები და უფლებები] >> [სისტემის მომხმარებლები]
მომხმარებლის რეგისტრაცია
მომხმარებლის დასარეგისტრირებლად დააკლიკეთ დამატების ღილაკს.
ველი |
აღწერა |
ID |
მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორი (რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ენიჭება ავტომატურად |
ადამიანი |
ადამიანი, ვისი მომხმარებელიც უნდა დარეგისტრირდეს (ველის გასწვრივ, სამ წერტილზე დაკლიკებით შეგიძლიათ აირჩიოთ ადამიანი, ვის მომხმარებელსაც არეგისტრირებთ) |
LoginName |
სახელი ავტორიზაციისთვის (ივსება ავტომატურად მომხმარებლის სახელის და გვარის შევსების შემდეგ) |
მობილური |
მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერი |
ელ.ფოსტა |
მომხმარებლის ელ. ფოსტა (ივსება სურვილის შემთხვევაში) |
მენიუ |
ირჩევთ მომხმარებლის შესაბამის მენიუს |
IMEI |
მობილური ტელეფონის IMEI კოდი |
პროფილი |
აირჩიეთ მობილური აპლიკაციის პროფილი, რომელიც უნდა უჩანდეს მომხმარებელს მობილური ტელეფონის აპლიკაციაში |
წინა პერიოდის შეზღუდვა |
დოკუმენტების დათვალიერების და დოკუმენტების დამოწმება/გაუქმების მონიშვნით შეგიძლიათ მომხმარებელს შეუზღუდოთ აღნიშნულ ფუნქციებთან წვდომა წინა პერიოდის დოკუმენტებზე |
ელ. დეკლარირების სარეგისტრაციო |
RS.GE-ზე რეგისტრირებული მომხმარებლის სარეგისტრაციო სახელი (თუ უნდა ისარგებლოს სისტემის პარამეტრებში გაწერილი ელ.დეკლარირების მონაცემებით, მონიშნეთ პარამეტრი "მონაცემებით ისარგებლოს სისტემის პარამეტრებიდან" და ავტომატურად გაეწერება მონაცემები) |
ჯგუფები |
ნიშნავთ ჯგუფს იმის მიხედვით თუ რა ტიპის მომხმარებელს არეგისტრირებთ |
მომხმარებელს უნიშნავთ მხოლოდ იმ საწყობებს რომლებზეც უნდა ქონდეს წვდომა. ახალი საწყობის რეგისტრაციის შემთხვევაში აუცილებელია კონკრეტულ მომხმარებლებსს ჩაურთოთ უფლებები ამ საწყობზე, რის შემდეგაც აუცილებელია განაახლოს საცნობარო ინფორმაცია |
|
აკრძალული ანგარიშები |
საჭიროების შემთხვევაში უთითებთ იმ ანგარიშებს, რომლებზეც არ უნდა ჰქონდეს წვდომა კონკრეტულ მომხმარებელს |
ნებადართული ანგარიშები |
საჭიროების შემთხვევაში უთითებთ მხოლოდ იმ ანგარიშებს, რომლებზეც უნდა ჰქონდეს წვდომა კონკრეტულ მომხმარებელს |
დააკლიკეთ შენახვის ღილაკს და ამით მომხმარებლის რეგისტრაცია დასრულებულია.
დაკავშირებული თემები:
Created with the Personal Edition of HelpNDoc: Keep Your Sensitive PDFs Safe with These Easy Security Measures