[საწყობი] >> [დოკუმენტების რეგისტრაცია] >> [საქონლის რეალიზაცია]
[საწყობი] >> [დოკუმენტების ნუსხა] >> [საქონლის რეალიზაცია]
საქონლის რეალიზაცია
აუცილებელი პირობები:
ველი |
აღწერა |
დოკუმენტის N |
სასაქონლო ზედნადების ნომერი, ივსება ავტომარტურად RS.ge-ზე დოკუმენტის ატვირთვის შემდეგ |
გაფორმების თარიღი |
დოკუმენტის გაფორმების თარიღი |
რეალიზაციის თარიღი |
რეალიზაციის თარიღი, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ფინანსური ტრანზაქცია |
კლიენტი |
შემკვეთი ორგანიზაცია |
სავაჭრო წერტილი |
ორგანიზაციის სავაჭრო წერტილი, რომელზეც უშუალოდ კეთდება რეალიზაცია |
საწყობი |
საწყობი, საიდანაც ხდება საქონლის გაცემა |
ანგარიშსწორება |
ანგარიშსწორების ტიპი (ნაღდი, უნაღდო, ბარათით და ა.შ) |
განფასება |
განფასება, რომლის მიხედვითაც გსურთ საფასო პოლიტიკის გატარება (აქტიურია მხოლოდ შესაბამისი უფლების მქონე მომხმარებლებისთვის) |
გადახდის თარიღი |
თუ რეალიზაცია ხდება კონსიგნაციით, აღნიშნული თარიღი გადაითვლება რეალიზაციის თარიღიდან ორგანიზაციის რეგისტრაციის დროს მითითებული კონსიგნაციის დღეების მიხედვით. (გადახდის თარიღის რედაქტირებაც შესაძლებელია შესაბამისი უფლების მქონე მომხმარებლებისთვის) |
საქონლის დამატება
ველი |
აღწერა |
საქონელი |
თქვენ მიერ მითითებულ საწყობზე რეგისტრირებული საქონლის ჩამონათვლი, საიდანაც ირჩევთ იმ საქონელს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებთ |
რაოდენობა |
გასაყიდი საქონლის რაოდენობა |
ფასი |
საქონლის სარეალიზაციო ფასი (ივსება ავტომატურად საქონლის არჩევის შემდეგ რელევანტური განფასების მიხედვით, თუ არჩეულ საწყობსა და სავაჭრო წერტილზე რეგისტრირებულია სხვადასხვა განფასებები, უპირატესობა მიენიჭება სავაჭრო წერტილის განფასებას) |
თანხა |
საქონლის ჯამური ღირებულება |
დამატება |
დააკლიკეთ დამატების ღილაკს და თქვენ მიერ არჩეული საქონელი ჩავარდება გასაყიდი საქონლის ჩამონათვალში |
დაკლიკეთ დამოწმების ღილაკს და ამით საქონლის რეალიზაცია დასრულებულია.
დაკავშირებული თემები:
Created with the Personal Edition of HelpNDoc: Effortlessly bring your documentation online with HelpNDoc