საწყობის მართვის მოდული ნებისმიერი სახის ორგანიზაციისა და საწარმოსთვის არის განკუთვნილი. მისი საშუალებით ხდება სისტემის მართვა და სრულდება ყველა ძირითადი ოპერაცია: საქონლის შესყიდვები და გაყიდვები, შიდა გადაზიდვები, აღრიცხვა, მიღება-გადაადგილება, ნაშთების კონტროლი, რეალიაზცია და იმპორტი. მოდული მოიცავს მთელ რიგ რეპორტებს შესაბამის საწყობებში საქონლის მოძრაობის შესახებ. ნებისმიერ ოპერაციაზე სასაქონლო ზედნადებების ატვირთვა (ჩამოტვირთვა) შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ხორციელდება.
იმის მიუხედავად აქვს თუ არა კომპანიას ფილიალები, აღნიშნული მოდული უზრუნველყოფს სავაჭრო პროცესების აკუმულირებას ერთ სისტემაში, რაც ბიზნესის ეფექტურად მართვის მთავარი პირობაა. პროგრამასთან ინტეგრირებულია ყველა მოწყობილობა, რომელიც საჭიროა საწყობის მოხერხებული მუშაობისთვის.
საწყობის მოდულის გასამართად აუცილებელია გაიაროთ ქვემოთ ჩამოთვლილი პროცესები:
საწყობი, რომელშიც უნდა იყოს საქონელი და საიდანაც უნდა მოხდეს გაყიდვა. აუცილებელია მომხმარებელს ჩაერთოს უფლება საწყობზე, იმისათვის რომ შეეძლოს ოპერაციების გაკეთება და ინფორმაციის ნახვა შესაბამის საწყობზე
საქონლის რეგისტრაცია, რომლის შეძენა / რეალიზაცია უნდა მოხდეს
ფიზიკური / იურიდიული პირის რეგისტრაცია, ვისგანაც ხდება საქონლის შეძენა
საქონლის შეძენა მომწოდებლისგან
ფიზიკური / იურიდიული პირის რეგისტრაცია, ვისზეც ხდება საქონლის რეალიზაცია
პროგრამაში უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის კომპიუტერი, საიდანაც უნდა მოხდეს ანგარიშსწორება.
საქონელზე გასაყიდი ფასის დადება
საქონლის რეალიზაცია
დაკავშირებული თემები:
Created with the Personal Edition of HelpNDoc: Powerful and User-Friendly Help Authoring Tool for Markdown Documents